Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293278
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968 წ. 3 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა. საოპერო თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ქართველი, რუსი და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორების საოპერო ქმნილებები და ბალეტები. მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ქართულმა რეპერტუარმა კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სამივე ოპერამ, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერმა“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტემ“ და რ. ლაღიძის „ლეილამ“ და ა.შ. წლების მანძილზე ქუთაისის საოპერო თეატრის წარმატება დაკავშირებული იყო მაღალი პროფესიული და აკადემიური დონის მქონე დასის არსებობასთან. ქუთაისის საოპერო თეატრი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, ეს იმ ადამინთა ტიტანური შრომის შედეგია, რომლებიც ათეული წლების მანძილზე აყალიბებდნენ და ხვეწდნენ შემოქმედებით კოლექტივს, ამდიდრებენ რეპერტუარს. ოპერისა სახელმწიფო თეატრის შენობის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის 8 იანვარს დაიწყო და განახლებული თეატრი საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 29 დეკემბერს გახსნა. ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია, სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შემნილი 13 რომაული ქანდაკება დგას. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეიცვალა ფასადი და შიდა ინტერიერი, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემა. განახლდა დარბაზი, თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით, რომელიც 453 მსმენელზეა გათვლილი.en_US
dc.coverage.temporalმე-20 საუკუნის 70-იანი წლები-
dc.date.accessioned2019-02-28T11:54:19Z-
dc.date.available2019-02-28T11:54:19Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293278-
dc.descriptionვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე" ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.en_US
dc.description.abstractბორის (მორის) მელაძე - ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectმელაძე, ბორის (მორის)en_US
dc.subjectქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრიen_US
dc.subjectსოლისტიen_US
dc.subjectოპერა "ქეთო და კოტე"-
dc.subjectროლი-
dc.subjectმსახიობები-
dc.subjectდასი-
dc.titleვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე" ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზეen_US
dc.title.alternativeმელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderბორის (მორის) მელაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
B. MELADZE 0092.jpgრექტო97.85 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.