Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293289
Title: დავით ბადრიძე
Other Titles: მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან
Keywords: პორტრეტი
სტუდიური ფოტო
ბადრიძე, დავით გიორგის ძე (1899-1987)
სოლისტი (ლირიკული ტენორი)
საქართველოს სახალხო არტისტი
მომღერალი
Issue Date: 2019
Abstract: დავით ბადრიძე (04.04.1899, ქუთაისი - 26.01.1987, მოსკოვი) – მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. იყო: თბილისის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სსრკ სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. მღეროდა ეკატერინბურგის, თბილისის, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო სცენებზე; 1952-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957-1958, როგორც პედაგოგ-ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებული იყო კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა (ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჰანოი), სადაც ბადრიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ეროვნული საოპერო დასი და დაიდგა პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (პირველი საოპერო სპექტაკლი ვიეტნამში). 1962-იდან ბადრიძე თბილისის ვ. სარაჯისვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგი იყო (1972-დან პროფესორი). 1967-1970 წწ. მივლინებული იყო ეგვიპტეში, კაიროს კონსერვატორიაში, სადაც დიდი მუშაობა ჩაატარა ეროვნული ვოკალური ხელოვნების განვითარებისათვის. ბადრიძეს ჰქონდა ლამაზი ტემბრის, სრული დიაპაზონის ხმა, მაღალი ვოკალურ-სცენური კულტურა. შესრულებული აქვს ქართული და კლასიკური საოპერო რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც, გამოდიოდა ყოფილ სსრკ ქალაქებში (უპირატესად ქართული რეპერტუარით). გადაღებულია კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ (ლეიტენანტი, ესპანელი სტუმარი, 1944).
Description: ფოტო გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის ახლობელმა, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა.
Owner: ბორის (მორის) მელაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
B. MELADZE 0086.jpgრექტო103.34 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.