Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293312
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.coverage.spatial | ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968 წ. 3 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა. საოპერო თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ქართველი, რუსი და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორების საოპერო ქმნილებები და ბალეტები. მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ქართულმა რეპერტუარმა კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სამივე ოპერამ, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერმა“, ვ. დოლიძის „ქეთო და კოტემ“ და რ. ლაღიძის „ლეილამ“ და ა.შ. წლების მანძილზე ქუთაისის საოპერო თეატრის წარმატება დაკავშირებული იყო მაღალი პროფესიული და აკადემიური დონის მქონე დასის არსებობასთან. ქუთაისის საოპერო თეატრი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, ეს იმ ადამინთა ტიტანური შრომის შედეგია, რომლებიც ათეული წლების მანძილზე აყალიბებდნენ და ხვეწდნენ შემოქმედებით კოლექტივს, ამდიდრებენ რეპერტუარს. ოპერისა სახელმწიფო თეატრის შენობის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის 8 იანვარს დაიწყო და განახლებული თეატრი საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 29 დეკემბერს გახსნა. ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია, სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შემნილი 13 რომაული ქანდაკება დგას. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეიცვალა ფასადი და შიდა ინტერიერი, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემა. განახლდა დარბაზი, თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით, რომელიც 453 მსმენელზეა გათვლილი. | en_US |
dc.date.accessioned | 2019-02-28T12:37:44Z | - |
dc.date.available | 2019-02-28T12:37:44Z | - |
dc.date.issued | 1980-04-30 | - |
dc.identifier.uri | http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293312 | - |
dc.description | ფოტოზე გამოსახულია ანატოლი ჭურღულია სპექტაკლის დროს. ფოტო, ანატოლი ჭურღულიას ნასახსოვრები აქვს ბორის მელაძისთვის წარწერით: "Дорогому Боре - Онегину от Лепекого. На прошли германий путь, пусть кветлым будй наше будуши. А. Чургуляю 30/II-8." ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი და თარიღი უცნობია. ფოტო მელაძეების საოჯახო ალბომიდან, მოგვაწოდა ოჯახის მეგობარმა, დასავლური კულტურის საინფორმაციო ცენტრის I კატეგორიის ბიბლიოთეკარმა, ნინო სიმონგულოვმა. | en_US |
dc.description.abstract | ანატოლი ჭურღულია (09.10.1938) – ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტი. ქუთაისის უმაღლესი მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი, 2004 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი; 2001 წლიდან კავკასიის ხალხთა აკადემიის ნამდვილი წევრი; საქართველოს დამსახურებული არტისტი; 1969 წელს ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი; ღირსების ორდენი; 2014 წელს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | პორტრეტი | en_US |
dc.subject | სტუდიური ფოტო | en_US |
dc.subject | ჭურღულია, ანატოლი (1938) | en_US |
dc.subject | წამყვანი სოლისტი | en_US |
dc.subject | ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი | - |
dc.subject | სპექტაკლი | - |
dc.subject | როლი | - |
dc.title | ანატოლი ჭურღულია | en_US |
dc.title.alternative | მელაძეების საოჯახო ფოტო ალბომიდან | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ბორის (მორის) მელაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
B. MELADZE 0087.jpg | რექტო | 127.88 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.