ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/293854
სათაური: მელიტონ კელენჯერიძე და დია ჩიანელი სტუდენტებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჩხეიძე, დავით მელიტონის ძე (1890-1937)
კელენჯერიძე, მელიტონ სპირიდონის ძე (1864-1942)
რეზიუმე: მელიტონ კელენჯერიძე - დეკანოზი, პედაგოგი, ფოლკლორისტი, მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული. შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.
აღწერილობა: მეორე რიგში მარჯვნიდან მესამე ზის მელიტონ კელენჯერიძე. მესამე რიგში მარჯვნიდან მეოთხე დგას - დია ჩიანელი. გადაღების თარიღი უცნობია
მფლობელი: ინეზა ავალიანი - შემოქმედებითი სახლის "ჯარისკაცის მამა"
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
1657.jpg275.42 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება