Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/300570
Title: | პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი თბილისში = Памятник роэту Николозу Бараташвили = Monument to poet Nikoloz Baratashvili |
Other Titles: | საქართველოს ქალაქები |
Authors: | Козловского, А. |
Keywords: | ღია საფოსტო ბარათი ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი ძეგლი მოქანდაკე ბ. ციბაძე მოქანდაკე თბილისი Памятник роэту Николозу Бараташвили Скульптор Б. Цибадзе Monument to poet Nikoloz Baratashvili Sculptor B. Tsibadze ბარათაშვილი, ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე (1817-1845) პოეტი |
Issue Date: | 1989 |
Publisher: | Издательство <<Плакат>>, Москва, Тип, изд-ва <<Комуннар>> |
Series/Report no.: | 10212608 |
Abstract: | ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (04.12.1817, თბილისი- 21.10.1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი. |
Description: | XIX საუკუნის შესანიშნავი რომანტიკოსი პოეტის, ქართველ ბაირონად წოდებული ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლი, თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ძველი თბილისური უბნის წიაღში დგას. ძეგლის ავტორია ბ. ციბაძე. ნიკოლოზ ბარათაშვილი ტრაგიკული ბედის მქონე პოეტია, რომელსაც უიღბლო სიყვარულმა გენიალური ლექსები შთააგონა.
ეს ადგილი, ელენე ახვლედიანის აღმართი თავისი სახასიათო განაშენიანებით ძველი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აქ ერთმანეთის მიჯრით განლაგებული აივნიანი სახლები თბილისური საცხოვრებლის ტიპიური ნიმუშებია. ცხოველხატულობით გამოირჩევა მათი შეფენა კლდოვან რელიეფზე, რის გამოც ახვლედიანის აღმართი ქართველი მხატვრისთვის გამხდარა შთაგონების წყარო. ამავე ადგილიდან იწყება ე.წ. "ციციანოვის აღმართი", რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს ავლაბართან აკავშირებს. აღმართი XIX საუკუნის შუა წლებში გაიჭრა კლდის გაყოლებაზე და მასზე ძველად "კონკა" ტრამვაი ადიოდა. ამ ლანდშაფტური მონაკვეთის თავისებურება გამორჩეულ მხატვრულ აქცენტს ქმნის ძველი ქალაქის პანორამაში. Комплект открыток «Тбилиси». 18 сюжетов. ღია ბარათების ნაკრები "თბილისი". 18 ნაკვეთი. |
Owner: | გიორგი ჩიქვანაია |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI=0030b.jpg | ვერსო | 100.75 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0030a.jpg | რექტო | 167.27 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.