Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303255
Title: ვალერიან ხარაბაძე პედაგოგიური ტექნიკუმის მსმენელებთან ერთად
Keywords: ჯგუფური ფოტო
ხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)
გორი
ხაშურის პირველი სკოლა
პედაგოგიური ტექნიკუმი
გორის მაზრის განათლების განყოფილება
გორის მაზრა
ნადირაძე, დავით
Issue Date: 1925
Abstract: ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით. დავით ნადირაძე - გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგე.
Description: ქ. გორი. პედაგოგიური ტექნიკუმის მსმენელები და მათი ლექტორები 1925 წელს კურსის დამთავრების შემდეგ. მარცხნიდან მეორე რიგში მეექვსე - გორის მაზრის განათლების განყოფილების გამგე დავით ნადირაძე.მარცხნიდან მესამე რიგში მეცხრე - ვალერიან ხარაბაძე.
Owner: მორის დანდურიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Goderdzi_Bolkvadze002.jpg324.66 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.