Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303261
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2019-06-17T14:17:02Z-
dc.date.available2019-06-17T14:17:02Z-
dc.date.issued1928-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303261-
dc.descriptionხაშურის პირველის სკოლის (გიმნაზიის) მოსწავლეები სკოლის ეზოში. მარცხნიდან პირველი - ვალერიან ხარაბაძე, მარჯვნიდან პირველი - ივანე ლომსაძე.en_US
dc.description.abstractვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით. ივანე ლომსაძე (1896-1976) - მათემატიკის პედაგოგი. 1918-1924 წლებში მუშაობდა გორის რაიონის სოფელ ზემო ხვითის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებლად. ამავე პერიოდში წერა-კითხვის სალიკვიდაციო სკოლაში. 1924 წლიდან ხაშურის პირველი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. 1937-1955 წლებში ხაშურის ხაშურის ვაჟთა პირველი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე. 1955-1968 წლებში მუშაობდა ხაშურის მე-3 საშუალო სკოლაში. დაჯილდოვებული იყო "ლენინის" და ,,საპატიო ნიშნის" ორდენებითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.en_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)en_US
dc.subjectხაშურიen_US
dc.subjectხაშურის პირველი სკოლაen_US
dc.subjectლომსაძე, ივანე (1896-1976)en_US
dc.subjectმასწავლებელიen_US
dc.titleვალერიან ხარაბაძე ხაშურის პირველი სკოლის ეზოშიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმორის დანდურიშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Goderdzi_Bolkvadze008.jpg304.99 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.