ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303313
სათაური: ვალერიან ხარაბაძე მოსწავლეებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური ფოტო
ხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)
ბათუმი
ხაშურის პირველი სკოლა
ვანო
ენუქი
ნოზაძე, მოსე მაქსიმეს ძე (1902-1968)
იულია
ვასო
ვერა
გამოცემის თარიღი: 12-Jun-1933
რეზიუმე: ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით. მოსე ნოზაძე (1902-1968) - პედაგოგი, ხაშურის ცხრაწლიანი შრომის სკოლის ისტორიის მასწავლებელი. 1931 წლიდან ხაშურის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ხაშურის რაიკომის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგედ, რკინიგზის სკოლის დირექტორად. 1939 წლიდან იგი თბილისში გადავიდა და მუშაობდა პირველი მაისის რაიონის აღმასკომის განათლების განყოფილების გამგედ. 1943-1947 წლებში იყო თიანეთის რაიკომის კულტურისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, რაიკომის მდივანი. 1947 წლიდან იყო თბილისის მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1952 წლიდან ჯერ მე-10, ხოლო შემდეგ მე03 საშუალო სკოლის დირექტორი. მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.
აღწერილობა: ექსკურსია ბათუმში ხაშურის პედაგოგიური ტექნიკუმის მეორე კურსის სტუდენტებთან, 1933 წლის 12 ივნისი. მარცხნიდან: ვალერიან ხარაბაძე, ვანო, ენუქი, მოსე ნოზაძე, იულია, ვასო, ვერა.
მფლობელი: მორის დანდურიშვილი
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Goderdzi_Bolkvadze014.jpg238.53 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება