Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/303339
Title: ვალერიან ხარაბაძე გორში ექსკურსიაზე
Keywords: ჯგუფური ფოტო
ხარაბაძე, ვალერიან ბენიამინის ძე (1902-1970)
გორი
ხაშურის პირველი სკოლა
ექსკურსია
უკლება, ვარლამ
აბაიაძე, გაბრიელ თედოს ძე (1915-1993)
Issue Date: 2-May-1946
Abstract: ვალერიან ხარაბაძე (1902-1970) - ქართველი პედაგოგი, ბიოლოგი. 1925-1927 წლებში გორის მაზრის წითელქალაქის შვიდწლიანი შრომის სკოლის ბიოლოგია-მათემატიკის მასწავლებელი, 1927-1970 წლებში ხაშურის პირველი სკოლის (გიმნაზიის) ბიოლოგიის პედაგოგი. 1931-1937 წლებში აგრეთვე ასწავლიდა ბუნებისმეტყველებას ხაშურის პედაგოგიურ სასწავლებელში, ბიოლოგიას მუსიკალურ სკოლაში. 1942 წელს იყო მოზრდილთა სკოლის დირექტორი, 1945-1947 წლებში კი მასწავლებელთა სახლის დირექტორი. 1947-1951 წლებში ხაშურის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი. მიღებული ჰქონდა ,,საპატიო ნიშნის" (1948 წ.), ,,შრომის წითელი დროშის" (1951 წ.) ორდენები. მედლები ,,მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში" (1945 წ.), ,,შრომითი მამაცობისათვის" (1946 წ.) და სხვ. დაჯილდოვებული იყო ,,სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშნით; გაბრიელ აბაიაძე (1915-1993) - პედაგოგი. 1934 წლის სექტემბრიდან პედაგოგიურ მუშაობას იწყებს ქარელის რაიონის სოფელ ავლევის დაწყებით სკოლაში გამგე-მასწავლებლად. 1943-1944 წლებში იყო გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და მათემატიკის მასწავლებელი. 1944 წლის თებერვალში მცირე ხნით ხაშურის რაიონის სოფელ გომის მასწავლებელი. 1944 წლის მარტიდან ხაშურის ქალთა, შემდეგ, 1955 წლიდან ქალაქის პირველი საშუალო სკოლის პეედაგოგი. სხვადასხვა დროს იყო სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დაჯილდოვებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით; ვარლამ უკლება - პედაგოგი.
Description: ექსკურსია ქ. გორში, 1946 წლის 2 მაისი. მარცხნიდან პირველ რიგში - ვალერიან ხარაბაძე, ვარლამ უკლება, გაბრიელ აბაიაძე.
Owner: მორის დანდურიშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Moris_Dandurishvili018.jpg254.85 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.