Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313577
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.editorახვლედიანი, ქ.-
dc.contributor.editorარუთინოვი, ი.-
dc.contributor.editorარჩვაძე, მ.-
dc.coverage.spatialჭყვიში – სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, შუამთის თემში. მდებარეობს მდინარეების რიონისა და ყუმურის შეერთების ადგილას. ზღვის დონიდან 60 მეტრი. ვანიდან 10 კილომეტრი. წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში ჭყუშერის, ჭყუშის სახელით და შედიოდა მიქელაძეების სათავადოში. XIX საუკუნეში სოფელი შედიოდა საჯავახოს გამოჩინებულის საბლაღოჩინო ოლქში. სოფელში იდგა უფლის ჯვარცმის, ღვთისმშობლის შობის, წმინდა გიორგის, წმინდა მთავარანგელოზთა და კოსიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიები. ჭყვიშში დაიბადნენ გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. სოფელში არის მათი სახლ-მუზეუმი. სოფელში ყოველწლიურად იმართება „გალაკტიონობა“ და „ტიციანობა“. სოფელში აგრეთვე დაიბადა სასულიერო მოღვაწე, დიდსქემოსანი მღვდელმონაზონი სიმონი (ბაღდავაძე), ათონის ივერთა მონასტრის უკანასკნელი ქართველი ბერების მეთაური.en_US
dc.date.accessioned2019-12-09T17:02:13Z-
dc.date.available2019-12-09T17:02:13Z-
dc.date.issued1987-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/313577-
dc.description1984 წლის 3 მაისს ახალი დროის „არგონავტებმა“ კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად სტარტი აიღო ქალაქ ვოლოსთან – არგოლიკისის ყურედან, იქედან, საიდანაც მოგზაურობა დაიწყო იაზონმა. „არგოს“ ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები, მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. საქართელოს სახელმწიფო ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას კი მათ დაემატებოდათ საქართველოს მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში… „არგო“ საბერძნეთის და თურქეთის ტერიტოტიულ წყლებში, ამ ქვეყნების მენიჩბეებმა გამოაცილეს, ხოლო საქართელოს ტერიტორიულ წყლებში ქართელი მენიჩბეები ჩაენაცვლნენ. 1984 წელს „არგო“ საქართველოში შემოვიდა, მის შესახვედრად ბათუმიდან გავიდა იახტებისა და კატერების ფლოტი აფრებიანი ხომალდის „ტოვარიშჩის“ ფლაგმანობით, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ხომალდია მსოფლიოშ და ხერსონის საზღვაო სასწავლებელს ეკუთვნის, მასზე პრაქტიკას გადის, შავი ძრვის ყველა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი. ხომალდ „ტოვარიშჩიდან“ „არგოზე“ გადავიდნენ ნუგზარ ფოფხაძე – საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის თავჯდომარე და სსრკ-ს ცნობილი კინორეჟისორი იური სენკევიჩი, ისინი საქართელოშ ამ ღონისძიების მომზადების ორგანიზატორები იყვნენ. იახტა „კოლხიდა“, რომელიც პირველი შეეგება არგოს, პირველი შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც ზღვა ხალხი ელოდა სტუმრებს. მათმა მისალმებებმა, სიმღერებმა და ტაშმა სულ გადაფარა ყველაფერი. ექსპედიციის შემადგენლობას საყვირებით მიესალმნენ საოკეანო გემები. საპატიო სიტყვით გამოვიდა მოგზაურთა ხლემძღვანელი კაპიტანი ტიმ სევერიანი, მან აღნიშნა, რომ „ეკიპაჟი თითქმის სამი თვე ღია ზღვაში ებრძოდა გრიგალსა და უამინდობას, მენიჩბეებს ძალზედ გაუჭირდათ, მაგრამ ბოლო სამი კვირის მანძილზე აღფრთოვანებული ვიყავით ფოთთან შეხვედრის მოლოდინშო.“ მან ექსპედიციის მონაწილეთა სახელით, მადლობა მოახსენა შეკრებილთ. ხანმოკლე, გულთბილი შეხვედრის შემდეგ „არგო“ 22 ივლისს ანტიკური ფაზისიდან გეზი აიღო კავკასიის მთების და მყინვარწვერების თვალწინ მონარნარე მდინარე რიონისკენ. მოგზაურებს მდინარე რიონზე მძიმე სირთულეები შეექმნათ ძაბვის, კაშხალების, ხიდების, ზოგან მეჩეჩებისა და სხვა დაბრკოლებების გამო. ამას თან დაერთო კოკისპირული წვიმები, უამინდობა, მდინარე რიონის ადიდება. ადიდებულ მდინარეს თან მოჰქონდა ქვა-ღორღი, ხის მორები და საშიშროება ექმნებოდათ მოგზაურებს. ხომალდის მეჩეჩებზე გადაყვანისთვის საჭირო შეიქმნა დამხმარე ძალები. 1984 წლის 24 ივლისს, ნაშუადღევს, ტიმ სევერინის ხომალდი, რომელმაც სამიათასი მილი გამოიარა, მშვიდობით მოაღწია კოლხეთს. ჭყვიშში, გალაკტიონის ეზოში სახელდახელოდ აღმართეს ქვის სტელა ქართულ-ინგლისურ-რუსული წარწერით. ჭყვიშში თავმოყრილი იყო რაიონის მოსახლეობა, დედაქალაქიდან, რესპუბლიკის ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. ტიმ სევერინს მიეგება თეთრ კაბაში გამოწყობილი თანამედროვე მედეა (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი ნინო კაციტაძე ). https://ilovanski.wordpress.com/2010/10/27/%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D/en_US
dc.description.abstractტიმ სევერინი - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი, 1984 წელს თანამედროვე არგონავტებთან ერთად საბერძნეთიდან, ქალაქ ვოლოსიდან თურქეთის გავლით გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით შექმნილი 12-ნიჩბიანი ხომალდით კოლხეთისკენ გამოემგზავრა. მისი მიზანი იყო სკეპტიკოსებითვის დაემტკიცებინა, რომ 3000 წლის წინ იასონის მეთაურობით დაწყებული მოგზაურობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, ფიზიკურად შესაძლებელი იყო. ტიმ სევერინი 8 სამოგზაურო ექსპერიმენტის ავტორია. 1976 წელს, თავისი პირველი ექსპედიციისას, შეეცადა გადაემოწმებინა – მართლა შეძლო თუ არა, მე-9 საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა ბრენდანმა ტყავით შეკრული ნავით ატლანტის ოკეანის გადაცურვა; ანუ ამერიკაში კოლუმბამდე ბევრად ადრე ჩასვლა. ამ ხიფათით აღსავსე მოგზაურობის ამსახველი წიგნი ბესტსელერად იქცა, ხოლო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. 1979 წელს ტიმ სევერინმა შუა საუკუნეების მეზღვაურის, სინდბადის „ათას ერთ ღამეში“ აღწერილი მოგზაურობები გაიმეორა, ხოლო 1984 წელს – არგონავტების მარშრუტი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherგამომცემლობა "ხელოვნება", თბილისიen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსევერინი, ტიმ (1940)en_US
dc.subjectარქეოლოგიური გათხრებიen_US
dc.subjectსაზეიმო კონცერტიen_US
dc.subjectსოფელი ჭყვიშიen_US
dc.subjectТим Северин на археологических раскопкахen_US
dc.subjectTim Severin at archaeological excavationsen_US
dc.subjectТоржествкнный консерт в с. Чквишиen_US
dc.titleტიმ სევერინი არქეოლოგიურ გათხრებზე. საზეიმო კონცერტი ჭყვიშშიen_US
dc.title.alternativeსაქართველოს ქალაქებიen_US
dc.title.alternativeვანიen_US
dc.title.alternativeВанский раионen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI=0058b.jpgვერსო34.23 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI=0058a.jpgრექტო88.33 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.