ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/315555
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2020-01-23T13:43:25Z-
dc.date.available2020-01-23T13:43:25Z-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/315555-
dc.description.abstractალექსანდრე ოქროპირიძე - ქართველი პოლიტიკური, პედაგოგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. ხარკოვში ცხოვრებისას იყო ადგილობრივი სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ლიდერი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1912 წელს პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსავე დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტფილისიდან გაგზავნილი იყო დელეგატად სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე. იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წელს რსდმპ "მენშევიკური" ფრაქციის სიით არჩეული იყო რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად; იყო თბილისის საბჭოს თავმჯდომარე. 1919 წლია 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს 1921 წლის 13 ივლისს. მოთავსებული იყო მეტეხის N2 "გამასწორებელ სახლში". 1923 წლის 20 მარტს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს მარიის ავტონომიურ ოლქში - სოფელ ლაპაშინოში. შემდგომ გადასახლებული იყო ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო საშუალება მისცეს, ტაშკენტში გადასულიყო საცხოვრებლად. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა.en_US
dc.subjectლომთათიძე, ალექსანდრე სპირიდონის ძე (1882-1924)en_US
dc.titleალექსანდრე ლომთათიძეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნუნუ ოქროპირიძეen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Aleqsandre_Lomtatidze_005.jpg147.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება