Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/316460
Title: კ. ბალმონტი ქუთაისის ინტელიგენციასა და ახალგაზრდა მწერლებთან ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე
Other Titles: ანტონ გოლეთიანის ფოტო-არქივი
Keywords: ჯგუფური ფოტო
გოლეთიანი, პლატონ ანტონის ძე (1898-1978)
დიასამიძე, გრ.
გაფრინდაშვილი, ვ.
ბალმონტის მეუღლე
ყანჩელი, ალ.
რ. ამირეჯიბის ქალიშვილი
კვიცარიძე, ირ.
ამირეჯიბი, რ.
ბალმონტი, კ.
იაშვილი, პ.
კაკბაძე, ის.
ზარდალიშვილი, ი.
გოცაძე, ს.
არსენიშვილი, ა.
ეკალაძე, ია
ტაბიძე, გალაკტიონ ვასილის ძე (1891-1959)
ბაგრატის ტაძრის ნანგრევები
Issue Date: 7-Oct-1915
Abstract: პლატონ ანტონისძე გოლეთიანი (1898- 01.05.1978) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში (1910-15), თბილისის სასულიერო სემინარიაში (1915-17), სადაც მოუსწრო რევოლუციამ და გადავიდა ვაჟთა მე-6 გიმნაზიაში. შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში (რექტორი კორნელი კეკელიძე).მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ლეჩხუმის სოფლის სკოლებში, სრულყოფილად ფლობდა გერმანულ და რუსულ ენებს. 1965 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.კონსტანტინე ბალმონტი (დ. 1867 — გ. 23 დეკემბერი, 1942)— რუსი პოეტი, მთარგმნელი, ერთ-ერთი პირველი რუსი სიმბოლისტი. მან 1913 წელს მარჯორი უორდროპიესული თარგმანით გაეცნო ვეფხისტყაოსანს და აღტაცებულმა მას „სიყვარულის ცისარტყელა, ცისა და მიწის შემაერთებელი ცეცხლოვანი ხიდი“ უწოდა. ბალმონტმა ქართული ენის შესწავლა დაიწყო და პოემის სამყაროს უკეთ აღსაქმელად სამჯერ ჩამოვიდა თბილისში. ბალმონტს ეკუთვნის სტატიები: „შოთა რუსთაველი და მსოფლიოს სხვა გენიოსები როგორც მიჯნურობის მომღერალნი“, „წინდა ნინოს ჯეჯილი“, „სალამი კავკასიას“. 1915-1917 წლებში ბალტონმა გაასრულა ვეფხისტყაოსნის თარგმნა. ეს იყო რუსულ ენაზე პოემის პირველი სრული პოეტური თარგმანი, რომლის მცირე ნაწილი გამოქვეყნდა მოსკოვში, ხოლო მთლიანად პარიზში. ბალომონტმა გამოიცნო და შეიყვარა ქართველი ხალხი მისადმი სიყვარული გამოხატა ლექსებში, პირად წერილებში, სტატიებსა და იმ ლექციებში, რომლებითაც მოიარა ქალაქები პეტერგბურგიდან ხარბინამდე. იგი მეგობრობდა „ცისფერყანწელებთან“ ბალმონტის ნაწარმოებების თარგმნიდნენ პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშივილი, გ. ჯაბუშანური, ბ. ახოსპირელი,დუტუ მეგრელი,ლ.ნუცუბიძე,რ.ბეროძე. 1968 წელს თბილისსა და ქუთაისში საზეიმოდ აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
Description: კ. ბალმონტი ქუთაისის ინტელიგენციასა და ახალგაზრდა მწერლებთან ბაგრატის ტაძრის ნანგრევებზე.
Owner: ანტონ გოლეთიანი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Goletiani 0111.jpgრექტო133.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.