Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318570
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialსაგურამო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 550 მ. სიმაღლეზე. თემის ცენტრი. საგურამოშია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. სოფლიდან ზედაზნისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს შემორჩენილია ქასური გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკის ნანგრევები. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი — ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მწერლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, რომელიც 1961 წელს დაარსდა გიორგი ლეონიძის მიერ. შენობა ნაგებია აგურითა და რიყის ქვით დუღაბზე. დახურულია თუნუქით. ჩრდილოეთის მხრიდან სახლ-მუზეუმი ორსართულიანია, სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი, სახლ-მუზეუმის ასეთი მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ შენობა რელიეფის შესაბამისადაა აშენებული. აღმოსავლეთის მხარეს მიდგმული აქვს კარიბჭე და ქვის კიბე. სახლს ჩრდილოეთით და სამხრეთით ყველა სართულზე ფართო აივნები აკრავს, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები, კარ-ფანჯრებიც ხისაა, სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბეებით. თითოეული ოთახი განათებულია რამდენიმე ფანჯრით. პირველი სართული შიდა ოთახებს უკავია, რომელიც ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე სართულზე მისაღები ოთახი, სასადილო და სათამაშო ოთახებია განლაგებული დერეფანთან ერთად. მესამე სართულზე კი საძინებელი. ეზოში მდებარეობს ილიას სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. მუზეუმის სტაციონარულ ექსპოზიციაში წარმოდგენილია მწერლის მომერიალური ნივთები, XIX საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოაპარატები, მწერლის ხელნაწერები, XIX საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომელთა შორისაა: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ლადო გუდიაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, უჩა ჯაფარიძის ნამუშევრები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. ილიას გარდაცვალების შემდეგ, მისმა ცოლმა ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცვა, სადაც ჯერ დაწყებითმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი გახდა. 2018 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.en_US
dc.date.accessioned2020-03-06T09:55:07Z-
dc.date.available2020-03-06T09:55:07Z-
dc.date.issued1983-07-15-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318570-
dc.descriptionფოტო გადაღებულია - მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი. მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა ილია ჭავჭავაძის მიერ მისი მეუღლის ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულში. ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას გადასცა. აქ ჯერ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ მწერალთა და ხელოვანთა დასასვენებელი სახლი იყო გახსნილი. 1949 წელს მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. ეს საქმე უშუალოდ გიორგი ლეონიძემ ითავა, ორი წლის დაუღალავი შრომის შედეგად მოიძია თითქმის ყველა ის დაკარგული და აქეთ-იქით გაბნეული ნივთები, რომლებიც დღეს სახლ-მუზეუმს ამშვენებს. დღეს სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მუზეუმის სტაციონარულ ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია“, „საქართველოს მოამბე“…). მე-19 საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ვერნეს „მაზეპა მგლების ხროვაში“, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო „შიში“, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები, დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. 2007 წლიდან მუზეუმს მიენიჭა საჯარო სამართის იურიდული პირის სტატუსი.ყოველწლიურად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმში მიდინარეობს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. იმართება პოეზიის საღამოები, გაიცემა ყოველწლიური პრემია „საგურამო“, გამოიცა ილიას ოცტომეული.en_US
dc.description.abstractმილადა ფანჩულიძე-უგლავა (08.03.1949) -en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectგიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956)en_US
dc.subjectფანჩულიძე-უგლავა, მილადა ზაბულონის ასული (1949)en_US
dc.subjectუგლავა, თემურ (ჟიულენი) მიხეილის ძე (1944)en_US
dc.subjectმცხეთა-მთიანეთის მხარეen_US
dc.subjectსოფელი საგურამოen_US
dc.subjectმცხეთის მუნიციპალიტეტიen_US
dc.subjectმცხეთის რაიონიen_US
dc.subjectლეჟავა, გერასიმე-
dc.subjectმიქაბერიძე, ციალა-
dc.subjectგიორგაძე-მანდარია, მალვინა იოსების ასული (1948-2008)-
dc.subjectნანა-
dc.subjectნინა-
dc.subjectუგლავა, მადონა-
dc.titleქუთაისის საავტომობილო ქარხნის კოლექტივის ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში საგურამოშიen_US
dc.title.alternativeფოტოები საოჯახო ალბომიდანen_US
dc.title.alternativeექსკურსიაen_US
dc.title.alternativeტურიზმიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლამარა გიორგაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Giorgadze 0017.jpgრექტო167.98 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.