Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318631
Title: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის კოლექტივის ექსკურსია ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში საგურამოში
Other Titles: ფოტოები საოჯახო ალბომიდან
ექსკურსია
ტურიზმი
Keywords: ჯგუფური ფოტო
გიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956)
მცხეთა-მთიანეთის მხარე
სოფელი საგურამო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის რაიონი
ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმი
ხიჯაკაძე, რომან
ბაბუნაშვილი, ამირან
წიწილაშვილი, ბელა
ღოღელიანი, სვეტა
გოგიძე, საშა
ნემსაძე, ზაურ
ბობოხიძე, ლეო
შეყილაძე, ელგუჯა
ჟორჟოლიანი, მარინა
წულაია, გოგი (გიორგი) (1963)
კუპრაშვილი, როლანდ
ჯიმშელეიშვილი, ნინო
ჯოჯუა, გია
ყიფიანი, აზა
დვალი, თამრიკო
Issue Date: 9-May-1986
Abstract: გიორგი (გოგი) წულაია (12.06.1963) - ინჟინერი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად, ტექნიკოს-კონსტრუქტორად, ინჟინერ–კონსტრუქტორად, საამწე მეურნეობის ინჟინრად, ინჟინერ–ტექნოლოგად, 1991-1993 წწ. იყო გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999 წწ. - ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; 2001-2004 წწ. სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იყო საქართველოს მე-3 (1992-1995) და მე-6 (2004-2008) მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, წევრი (2004-2008)
Description: ფოტო გადაღებულია - მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი. მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა ილია ჭავჭავაძის მიერ მისი მეუღლის ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულში. ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას გადასცა. აქ ჯერ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ მწერალთა და ხელოვანთა დასასვენებელი სახლი იყო გახსნილი. 1949 წელს მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. ეს საქმე უშუალოდ გიორგი ლეონიძემ ითავა, ორი წლის დაუღალავი შრომის შედეგად მოიძია თითქმის ყველა ის დაკარგული და აქეთ-იქით გაბნეული ნივთები, რომლებიც დღეს სახლ-მუზეუმს ამშვენებს. დღეს სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მუზეუმის სტაციონარულ ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია“, „საქართველოს მოამბე“…). მე-19 საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ვერნეს „მაზეპა მგლების ხროვაში“, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო „შიში“, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები, დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა. 2007 წლიდან მუზეუმს მიენიჭა საჯარო სამართის იურიდული პირის სტატუსი.ყოველწლიურად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმში მიდინარეობს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. იმართება პოეზიის საღამოები, გაიცემა ყოველწლიური პრემია „საგურამო“, გამოიცა ილიას ოცტომეული.
Owner: ლამარა გიორგაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Giorgadze 0005.jpgრექტო141.9 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.