Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318632
Title: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი მექანიკური სამმართველოს თანამშრომლების ექსკურსია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში დაბა სტეფანწმინდაში
Other Titles: ფოტოები საოჯახო ალბომიდან
ექსკურსია
ტურიზმი
Keywords: ჯგუფური ფოტო
გიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956)
წულაია, გოგი (გიორგი) (1963)
მცხეთა-მთიანეთის მხარე
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის რაიონი
ბაბუნაშვილი, ამირან
ბობოხიძე, ლეო
ხიჯაკაძე, რომან
ნადირაძე, თამაზ
ჯოჯუა, გია
ყიფიანი, აზა
შეყილაძე, ელგუჯა
გოგიძე, საშა
ღოღელიანი, სვეტა
ჯიმშელეიშვილი, ნინო
კუპრაშვილი, როლანდ
დვალი, თამრიკო
ნემსაძე, ზაურ
არსენიძე, დავით
ჟორჟოლიანი, მარინა
ჯიმშელეიშვილი, ნინო
Issue Date: 10-May-1986
Abstract: გიორგი (გოგი) წულაია (12.06.1963) - ინჟინერი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად, ტექნიკოს-კონსტრუქტორად, ინჟინერ–კონსტრუქტორად, საამწე მეურნეობის ინჟინრად, ინჟინერ–ტექნოლოგად, 1991-1993 წწ. იყო გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999 წწ. - ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; 2001-2004 წწ. სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იყო საქართველოს მე-3 (1992-1995) და მე-6 (2004-2008) მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, წევრი (2004-2008)
Description: ფოტო გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმში: მხარედმცოდნეობის მუზეუმი, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი (ყაზბეგის ქუჩა N 10). დაარსდა 1934 წელს ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწე ტიციან ტაბიძის თაოსნობით, რომლის დირექტორიც იყო 1937 წლამდე. მუზეუმი განთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის სახლში. შენობა ორსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. პირველ სართულზე ექვსი ოთახია, მეორეზე - ოთხი. ოთახების საერთო ფართობი 357 კვადრატული მეტრია. სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდება ხის კიბით. გარეთ ქვის კიბეა. შენობა გადახურულია თუნუქით (ადრე ბანიანი იყო). სახლი 1848 წელს განუახლებია ალექსანდრე ყაზბეგის მამას, მიხეილს. მუზეუმში ოთხი განყოფილებაა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ბუნების, ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებისა და შემოქმედების, თანამედროვე პერიოდი. მუზეუმში დაცულია მწერლის მემორიალური ნივთები: საწერი მაგიდა, აკვანი, საწოლი, კარადა, ბუფეტი, სკამები; გამოფენილია მოხევეთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისტორიული დოკუმენტები, ეთნოგრაფიული და სოფელ სიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური ექსპონატები, საწარმო „ანდეზიტის“ მუშაობის ამსახველი მასალა. მუზეუმში დაცულია ხმალი, რომელიც, გადმოცემით, ალექსანდრე პუშკინს უსახსოვრებია მანანა ორბელიანისათვის. აგრეთვე, ა. გეგეჭკორის პირადი ნივთები: ხელჯოხი, ყაბალახი, კალამი და სხვა. მუზეუმში არის ბიბლიოთეკა (1200 ცალი წიგნი). შენობაზე მიმაგრებულია მარმარილოს დაფა წარწერით: „ამ სახლში დაივადა გამოჩენილი ქართველი მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი. 1848 წ. (20) I. აქვე გაატარა მან ბავშვობა და ყრმობა“. მუზეუმს აქვს ფილიალი - იაგორ კაზალიკაშვილის სახელობის მთამსვლელობის მუზეუმი. ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმიდან 5 მეტრზე დგას სამხედრო და საზოგადო მოღვაწის გიორგი ყაზბეგის სახლი. აშენებულია ქვით. ერთსართულიანია, სვეტებიანი. შემკულია ჩუქურთმებით. შენობაში სხვასასხვა ზომის ექვსი ოთახია, რომლებიც ამჟამად მუზეუმის ფონდსაცავია. დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 2018 წლის 05 აპრილს მიიღო.
Owner: ლამარა გიორგაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Giorgadze 0006.jpgრექტო105.76 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.