Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318656
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.coverage.spatial | იყალთო - სოფელი თელავის რაიონში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთ კალთაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე, თელავიდან 7 კილომეტრში. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (ფერიცვალების ეკლესია, იყალთოს სამება, სამეკლესიიანი ბაზილიკა, იყალთოს აკადემია); სოფელშია ასევე წმ.სტეფანეს ეკლესია მე-6 საუკუნის, ნათლისმცემლის (XVII-XVIII სს) და მთავარანგელოზის ეკლესიები (XVII-XVIII სს.). იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მნიშვნელოვანი ძეგლია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5X9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. | en_US |
dc.date.accessioned | 2020-03-17T17:25:23Z | - |
dc.date.available | 2020-03-17T17:25:23Z | - |
dc.date.issued | 1988-09-24 | - |
dc.identifier.uri | http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318656 | - |
dc.description | ფოტო გადაღებულია იყალთოს მონასტერში, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიისშესახებ ცნობებს არ შეიცავს. | en_US |
dc.description.abstract | გიორგი (გოგი) წულაია (12.06.1963) - ინჟინერი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად, ტექნიკოს-კონსტრუქტორად, ინჟინერ–კონსტრუქტორად, საამწე მეურნეობის ინჟინრად, ინჟინერ–ტექნოლოგად, 1991-1993 წწ. იყო გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999 წწ. - ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; 2001-2004 წწ. სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იყო საქართველოს მე-3 (1992-1995) და მე-6 (2004-2008) მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, წევრი (2004-2008) | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | ჯგუფური ფოტო | en_US |
dc.subject | გიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956) | en_US |
dc.subject | წულაია, გოგი (გიორგი) (1963) | en_US |
dc.subject | იყალთოს მონასტერი | en_US |
dc.subject | თელავის რაიონი | en_US |
dc.subject | თელავის მუნიციპალიტეტი | en_US |
dc.subject | კახეთის მხარე | en_US |
dc.subject | სოფელი იყალთო | en_US |
dc.subject | ბერეკაშვილი, მამია | - |
dc.subject | გურეშიძე, ქეთევან | - |
dc.subject | ნემსიწვერიძე, კობა | - |
dc.subject | ჯიმშელეიშვილი, ნინო | - |
dc.subject | გურეშიძე, ნათელა | - |
dc.subject | კინწურაშვილი, ვახტანგ | - |
dc.title | ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი მექანიკური სამმართველოს თანამშრომლების ექსკურსია იყალთოს მონასტერში | en_US |
dc.title.alternative | ფოტოები საოჯახო ალბომიდან | en_US |
dc.title.alternative | ექსკურსია | en_US |
dc.title.alternative | ტურიზმი | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლამარა გიორგაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
L. Giorgadze 0013.jpg | რექტო | 117.08 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.