Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318680
Title: ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი მექანიკური სამმართველოს თანამშრომლების ექსკურსია წინანდაში
Other Titles: ფოტოები საოჯახო ალბომიდან
ექსკურსია
ტურიზმი
Keywords: ჯგუფური ფოტო
გიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956)
წულაია, გოგი (გიორგი) (1963)
თელავის მუნიციპალიტეტი
თელავის რაიონი
სოფელი წინანდალი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
ბობოხიძე, ლეო
ნიქაბაძე, კოლია
ჟორჟოლიანი, მარინა
აბესაძე, გენრიეტა
გურეშიძე, ნათელა
ფრუიძე, მაკა
ყიფიანი, აზა
გურეშიძე, ქეთევან
ჯიმშელეიშვილი, ნინო
არსენიძე, დავით
სოხაძე, ზურიკო
კუპრაშვილი, როლანდ
მოდებაძე, გიზო
ნემსიწვერიძე, კობა
Issue Date: 24-Sep-1988
Abstract: გიორგი (გოგი) წულაია (12.06.1963) - ინჟინერი, პოლიტიკოსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში მზიდავად, ტექნიკოს-კონსტრუქტორად, ინჟინერ–კონსტრუქტორად, საამწე მეურნეობის ინჟინრად, ინჟინერ–ტექნოლოგად, 1991-1993 წწ. იყო გამოჩენილ მამულიშვილთა ჩამოსვენების საქველმოქმედო ფონდის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე; 1996-1999 წწ. - ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2000 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე; 2000-2001 წწ. ქუთაისის ძელქვიანის მუნიციპალური განყოფილების უფროსი; 2001-2004 წწ. სააქციო საზოგადოება „უნივერსალ–სერვისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. იყო საქართველოს მე-3 (1992-1995) და მე-6 (2004-2008) მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, წევრი (2004-2008)
Description: წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი. მდებაორებს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში. წინანდლის სასახლე ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს. წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის - ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც შეხვდებით. წინანდლის ბაღში ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი ამ ხეივანში თვალდახუჭული შეძლებს გავლას, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. წინანდლის ღვინის საცავი - რომელიც მდებარეობს წინანდლის პარკის ტერიტორიაზე 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანია საქართველოში, სადაც ბოთლში პირველად ჩამოისხა ქართული ღვინო. ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც წინანდალში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი. წინანდლის მარანში დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16 500-მდე ბოთლი.
Owner: ლამარა გიორგაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Giorgadze 0030.jpgრექტო111.43 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.