Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318702
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ დაშორებით, ქალაქ მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.en_US
dc.date.accessioned2020-03-25T17:47:15Z-
dc.date.available2020-03-25T17:47:15Z-
dc.date.issued1990-09-14-
dc.identifier.urihttp://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/318702-
dc.descriptionფოტო გადაღებულია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში - მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაულის დროს: ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც. ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectგიორგაძე, ლამარა იოსების ასული (1956)en_US
dc.subjectსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარიen_US
dc.subjectმცხეთა-მთიანეთის მხარეen_US
dc.subjectმცხეთაen_US
dc.subjectქალაქი მცხეთაen_US
dc.subjectირმა-
dc.subjectივანიაძე, ლეილა-
dc.subjectკუპტაევა, ირმა-
dc.subjectნუცუბიძე, ტარიელ-
dc.subjectგურეშიძე, ქეთევან-
dc.titleქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი მექანიკური სამმართველოს თანამშრომლები სვეტიცხოველშიen_US
dc.title.alternativeფოტოები საოჯახო ალბომიდანen_US
dc.title.alternativeექსკურსიაen_US
dc.title.alternativeმოგზაურობაen_US
dc.title.alternativeტურიზმიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლამარა გიორგაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
L. Giorgadze 0015.jpgრექტო120.41 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.