Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/322344
Title: ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი, მერაბ კეზევაძე და ჯამბულ ბიწაძე
Other Titles: ინტელიგენცია
Keywords: ჯგუფური ფოტო
ნიკოლეიშვილი, ავთანდილი (1948)
ბოჭორიშვილი, ქეთევან-ბაია (1958)
კეზევაძე, მერაბი (1958)
ბიწაძე, ჯამბული (1962)
ქუთაისის ქვედა წმინდა გიორგის ეკლესია
Issue Date: Feb-2020
Abstract: ავთანდილ ნიკოლეიშვილი (27.08.1948, სოფელი გორა, ვანის მუნიციპალიტეტი) – ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ავტორია 300-ზე მეტი წიგნისა, თუ სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნე-ბული ნაშრომისა. ეწევა სამეცნიერო-სამწერლო მოღვაწეობას. მიღებული აქვს: საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, ჟურნალ „განთიადის“ პრემია (1978), საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების პრემიები წლის საუკეთესო ნაშრომებისათვის (1984, 1988), ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (პარიზი) ლიტერატურული პრემია (1993), საქართველოს მწერალთა კავშირის გერცელ ბააზოვის ლიტერატურული პრემია (1995), საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის განყოფილების ნიკო ნიკოლაძის ლიტერატურული პრემია (1998), ღირსების ორდენი (1998), კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის სერთიფიკატი „XXI საუკუნის 2000 საუკეთესო ინტელექტუალი“ (2003), ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული პრემია (2013), აკაკი წერეთლის ლიტერატუ-რული პრემია (2011), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი (2014), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი (2015). არის – ქალაქ კოლუმბიისა (მისურის შტატი, აშშ) და ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქე, სამეცნიერო ალმანახ „ლიტერატურული დიალოგების“ (ქუთაისი) მთავარი რეაქტორი, სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ (ქუთაისი) პასუხისმგებელი რედაქტორი. მერაბ კეზევაძე (10.03.1958) - ისტორიკოსი, ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერი.
Description: ფოტოს გადაღების ზუსტი ადგილი უცნობია.
Owner: ქეთევან-ბაია ბოჭორიშვილი
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
013.jpgრექტო90.63 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.