Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/32330
Title: კადრი ფილმიდან "ვინ არის დამნაშავე"
Keywords: ჯგუფური
ჩერქეზიშვილი, ელისაბედ (ლიზა) ალექსანდრეს ასული (1863-1948)
წუწუნავა, ცეცილია (1892-1956)
Issue Date: 1925
Abstract: ელისაბედ ჩერქეზიშვილი – მსახიობი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ–ერთი წარმომადგენელი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჯერ მოღვაწეობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, 1932 წლიდან კი – კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც შექმნა შემდეგი სახეები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში) ,,ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი”) მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკ მეჯღანუაშვილი”). 1921 წ. იღებენ კინოში. როლები: ჯუფანა (,,ვინ არის დამნაშავე?) ხანუმა (,,ხანუმა”) და სხვა. მისი ბოლო როლი იყო ვასილ ყუშიტაშვილის მიერ დადგმული უშანგი ჩხეიძის “გიორგი სააკაძეში” როდამის დრამატული როლი. მიუხედავად ასაკისა, როლი არაჩვეულებრივად დაძლია მსახიობმა. ცეცილია წუწუნავა - მსახიობი. 1912 დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია, პროფ. სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 20–იანი წლების დასაწყისიდან. 1920–26 მუსაობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1926–28 – თბილისის “წითელ თეატრში”, 1928–56 – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. როლები: სალიხე (ნ. ნაკაშიძის “ვინ არის დამნაშავე?”), კაროჟნა (დ. კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი”), მაკა (შ. დადიანის “კაკალ გულში”), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის “კაცია–ადამიანი?!”), ანა ანდრეევნა (გოგოლის “რევიზორი”), მარსელინა (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”). წუწუნავას მხატვრული შედევრი იყო ლირსა (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი) და სხვა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მხატვრული კინოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. შექმნა მარინეს (“ქრისტინე”, 1916), სალიხეს (“ვინ არის დამნაშავე?”), კნეინას (“ქეთო და კოტე”, 1948), ეფროსინეს (“ჭრიჭინა”, 1953) და სხვა სახეები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით, საქართველოს სსრ. სახელობის არტისტი (1943)
Description: ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჯუფანა – ექიმბაში), ცეცილია წუწუნავა (სალიხე – სიკოს დედა)
Owner: ელდარ შენგელაია
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
nato_vachnasze-005.jpg796.6 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.