Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/33645
Title: | ელდარ შენგელაია, აკაკი ძიძიგური |
Keywords: | ჯგუფური შენგელაია, ელდარ (1933) ძიძიგური, აკაკი ვარლამის ძე (1914-1997) |
Abstract: | ელდარ შენგელაია - კინორეჟისორი. 1990 წლიდან შენგელაია ჩაერთო პოლიტიკაში. გახდა რა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. შენგელაია იყო 1992, 1995, 1999 და 2004 წლების მოწვევების საქართველოს პარლამენტის წევრი. აკაკიმ პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, უმაღლესი განათლება კი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტსა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1937 წ. იანვარში მონაწილეობდა ქართული ხელოვნების დეკადაში, რომელიც გაიმართა მოსკოვსა და ლენინგრადში. 1956 წ. გადაწყდა საქართველოში ტელესტუდიის დაარსება, რომლის განხორცილებაც აკაკი ძიძიგურს მიენდო (იგი ორჯერ იყო საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი 1956-1959 და 1964-1969 წწ.). 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორობა. შემდეგ იგი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშობდა, 1962 წ. ჟურნალ „დროშის" მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორია, 1974-1984 წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს" მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი. 1984 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკის ბიბლიოთეკის დირექტორად. აკაკი ძიძიგური დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, სიგელებით. მას მინიჭებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო ჟურნალისტთა, კინემატოგრაფისტთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების, მათი პრეზიდიუმის წევრი. იყო რუსთაველის, „თბილისელის" საზოგადოებათა წევრი. იყო რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის, კულტურის სამინისტროს კოლეგიის წევრი |
Description: | ფოტო გადაღებულია გურჯაანში ნატო ვაჩნაძის მუზეუმის გახსნაზე |
Owner: | ელდარ შენგელაია |
Appears in Collections: | ეროვნული ფოტომატიანე |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Eldar Shengelaia-1 (276).jpg | 1.33 MB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.