ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/346550
სათაური: ივანე ამილახვარი და ივანე კვინიტაძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ამილახვარი, ივანე გივის ძე (1829-1905)
გენერალი
კვინიტაძე, ივანე სიმონის ძე (1825-1897)
რეზიუმე: ივანე გივის ძე ამილახვარი - რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი (1896). 1850-იდან მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1853-იდან იბრძოდა შამილის წინააღმდეგ. ყირიმის ომის (1853–1856) დროს — კავკასიის ფრონტზე ოსმალეთის წინააღმდეგ მონაწილეობდა სოფ. ბაინდურის, ბაშკადიკლარის და ყარსის ბრძოლებში. 1873 მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. ამილახვარმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–1878). მისმა ცხენოსანმა დივიზიამ აიღო ბაიაზეთი, დიადინი, ალაშკერტი, ჰასან-კალე, არზრუმი და სხვა. 1883 წელს ამილახვარმა მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი, 1893-იდან იყო კავკასიის საარმიო კორპუსის მეთაური. გამოქვეყნებული აქვს დღიურები და მოგონებები (ჟურნალ „Кавказский сборник“, 1908-1909, т.26-29.). ამილახვარი დაჯილდოებული იყო ოქროს ხმლით „მამაცობისათვის“ და მრგვალი საბრძოლო ორდენითა და მედლით. ივანე სიმონის ძე კვინიტაძე - რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1877), კავკასიის ომისა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის აქტიური მონაწილე. 1839 წელს ჩაირიცხა დაღესტნის მილიციაში და თავი გამოიჩინა შამილის სიმაგრის, ახულგოს იერიშში. მონაწილეობდა ღუნიბის აღებაში (1859). სიცოცხლის ბოლომდე ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. დაკრძალელია კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში. მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1873), ასევე წმინდა ანას მე-3 და მე-4, წმინდა სტანისლავის მე-2 და მე-3, წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენები და სხვა საბრძოლო ჯილდოები. ვაჟიშვილი გიორგი კვინიტაძე იყო შემდგომში გენერალი.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Giorgi_Kvinitadze-101.jpg300.15 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება