Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/34744
Title: იოსებ ავალიშვილი მეგობრებთან ერთად ხარკოვის უნივერსიტეტში
Keywords: ჯგუფური ფოტო
ხარკოვი
ავალიშვილი, იოსებ (სოსო) გიორგის ძე (1886-1979)
Abstract: იოსებ ავალიშვილი - მათემატიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1913 წელს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (წმინდა მათემატიკის სექცია). წლების განმავლობაში იგი გახლდათ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და საფინანსო ეკონომიური ინტიტუტის დოცენტი. 1934 წელს უნივერსიტეტში შექმნილი მისთვის მიუღებელი გარემოს გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა უნივერსიტეტი. მსახურობდა როგორც მათემატიკისა და საფინანსო დარგის ლექტორი და მასწავლებელი თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ორი წელი გიორგევსკში და ერთი წელი გურჯაანში როგორც მათემატიკის პედაგოგი და ლექტორი. დააარსა თბილისში "საბუხჰალტრო " (საბუღალტრო) კურსები, სადაც ბევრი უფასოდ იღებდა განათლებას უსახსრობის გამო. გახლდათ საფინანსო ნაწილის გამგე სახელმწიფო უნივერსიტეტში (1922-1925) და თბილისის ზოგიერთ სხვა ცნობილ დაწესებულებებში. იოსებ ავალიშვილი არის ავტორი პირველი მათემატიკური ტერმინების ლექსიკონისა, ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული, რომელიც საკუთარი სახსრებით გამოსცა 1917 წელს, აგრეთვე ავტორია სახლემძღვანელოებისა მათემატიკისა და საფინანსო დარგებში. მთავრობის მიერ დაჯილოდოებული იყო მედლით “შრომითი წარჩინებისათვის”. (მამა – თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ავალიშვილი; დედა – თავადი ეკატერინე ესტატეს ასული ციციშვილი ერეკლე II–ის შთამომავალი გახლდათ მარიამ ბატონიშვილის მხრიდან)
Description: უკანა რიგში მარცხნიდან პირველი: იოსებ ავალიშვილი
Owner: თამარ დათუაშვილი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Tamar_Datuashvili-17.jpg274.97 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.