Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/348516
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialბავშვთა ქალაქი მზიური თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. იგი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული და დადებითი განწყობით სავსე ადგილია. მზიურში მოწყობილია სასეირნო ბილიკები, საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და გასართობები ბავშვებისთვის. შესასვლელში ნოდარ დუმბაძის პერსონაჟების ქანდაკებები დგას. პარკის ცენტრალურ ნაწილში ამფითეატრია, სადაც წარმოდგენები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები იმართება. ბაღში ფუნქციონირებს კაფე მზიური, სადაც სასიამოვნო და ხალისიანი გარემო დაგხვდებათ. ეს სოციალური კაფეა, რომლის მოგება მზიურის განვითარებასა და მის შინაარსობრივად გამდიდრებას ხმარდება. დაბურული ტყე-პარკი და მრავალფეროვნება შესანიშნავ გარემოს ქმნის, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის. ეს ბაღი ერთგვარად სიკეთისა და ზღაპრული სამყაროს სიმბოლოდაც კი იქცა და ქალაქის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილია. მზიურის დაარსების იდეა ქართველ მწერალს - ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. 1975 წელს გაზეთში - “ლიტერატურული საქართველო” იგი წერდა: “წამხედურობად ნუ ჩამომართმევთ და ხომ არ აჯობებდა, მდინარე ვერეს ხეობაში, იქიდან დაწყებული, სადაც ახლა ზოოპარკია, ვიდრე ვაკე-საბურთალოს გადასასვლელამდე, ჩვენებური, ქართული „დისნეილენდი“ აგვეშენებინა”? პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. იგი 1982 წელს გაიხსნა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად პარკი მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა დღესდღობით განახლებულია და უფრო და უფრო აქტიური და სიცოცხლით სავსე ხდება. მზიური ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, ოჯახთან ერთად დღის ხალისიანად გასატარებლად.en_US
dc.date.accessioned2021-11-03T11:16:49Z-
dc.date.available2021-11-03T11:16:49Z-
dc.date.issued1983-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/348516-
dc.description.abstractმზიური - ბავშვთა ქალაქი, დასვენებისა და კულტურის პარკი ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში. გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. გაიხსნა 1982 წელს. პარკი მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით. 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზიანდა პარკის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული. 2019–2020 წლებში პარკს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რის დროსაც აღადგინეს 2015 წელს განადგურებული პარკის ქვედა ნაწილი-
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectყუფარაძეებიen_US
dc.subjectბიძაშვილებიen_US
dc.subject"მზიური"en_US
dc.subjectბავშვთა ქალაქიen_US
dc.subjectМЗИУРИen_US
dc.subjectТбилиси-
dc.subjectთბილისი-
dc.subjectძეგლი-
dc.subjectყუფარაძე, ზურაბი-
dc.subjectყუფარაძე, გიორგი-
dc.subjectყუფარაძე, ლევანი-
dc.titleბიძაშვილი ყუფარაძეებიen_US
dc.title.alternativeნიჟარაძეების ფოტოალბომიდანen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნინო სიმონგულოვი-
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
NIJARADZE 0088.jpgრექტო110.05 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.