Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35086
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.date.accessioned2014-03-25T07:11:18Z-
dc.date.available2014-03-25T07:11:18Z-
dc.date.issued1925-06-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/35086-
dc.descriptionპირველ რიგში მარცხნიდან: ქეთევან ზაალიშვილი, ბავშვი: ეკატერინე-გულნარა ავალიშვილი, თამარ ზაალიშვილი და ვახტანგ ავალიშვილი. მესამე რიგში, მარჯვნიდან: იოსებ ავალიშვილიen_US
dc.description.abstractიოსებ ავალიშვილი - მათემატიკოსი, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1913 წელს ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (წმინდა მათემატიკის სექცია). წლების განმავლობაში იგი გახლდათ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და საფინანსო ეკონომიური ინტიტუტის დოცენტი. 1934 წელს უნივერსიტეტში შექმნილი მისთვის მიუღებელი გარემოს გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა უნივერსიტეტი. მსახურობდა როგორც მათემატიკისა და საფინანსო დარგის ლექტორი და მასწავლებელი თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ორი წელი გიორგევსკში და ერთი წელი გურჯაანში როგორც მათემატიკის პედაგოგი და ლექტორი. დააარსა თბილისში "საბუხჰალტრო " (საბუღალტრო) კურსები, სადაც ბევრი უფასოდ იღებდა განათლებას უსახსრობის გამო. გახლდათ საფინანსო ნაწილის გამგე სახელმწიფო უნივერსიტეტში (1922-1925) და თბილისის ზოგიერთ სხვა ცნობილ დაწესებულებებში. იოსებ ავალიშვილი არის ავტორი პირველი მათემატიკური ტერმინების ლექსიკონისა, ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული, რომელიც საკუთარი სახსრებით გამოსცა 1917 წელს, აგრეთვე ავტორია სახლემძღვანელოებისა მათემატიკისა და საფინანსო დარგებში. მთავრობის მიერ დაჯილოდოებული იყო მედლით “შრომითი წარჩინებისათვის”. (მამა – თავადი გიორგი ქაიხოსროს ძე ავალიშვილი; დედა – თავადი ეკატერინე ესტატეს ასული ციციშვილი ერეკლე II–ის შთამომავალი გახლდათ მარიამ ბატონიშვილის მხრიდან). თამარ ზაალიშვილი - რუსული ენის სპეციალისტი, პედაგოგი. დაამთავრა ქალთა უმაღლესი კურსები, 45 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მთავრობის სხვა ჯილდოებით. თამარ ზაალიშვილი თავის ოჯახთან ერთად ახალგაზრდობის წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა საქველმოქმედო და სახელმწიფოებრივ ღონისძიებებში. ქეთევან ზაალიშვილი - გეოგრაფი, დამსახურებული პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით. უნივერსიტეტის პედკაბინეტის გამგე, უნივერსიტეტის გეოგრაფიული საზოგადოების აქტიური წევრი. ეკატერინე-გულნარა ავალიშვილი - ექიმი, დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტე; წლების განმავლობაში მოღვაწეობდა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის სამევნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ავტორია რიგი სამეცნიერო შრომებისა. ვახტანგ ავალიშვილი - მშენებელი ინჟინერი, არქიტექტორი; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მეცნიერებათა კანდიდატი, გახლდათ პოლიტექნიკური ინსტიტუტის მხაზველობითი გეომეტრიის კათედრის დოცენტი, ავტორი მრავალი სამეცნიერო შრომისა და გამოგონებების.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectბორჯომიen_US
dc.subjectავალიშვილი, იოსებ (სოსო) გიორგის ძე (1886-1979)en_US
dc.subjectზაალიშვილი-ავალიშვილი, თამარ ნიკოლოზის ასული (1894-1985)en_US
dc.subjectზაალიშვილი-ბასიშვილი, ქეთევან ნიკოლოზის ასული (1901-1982)en_US
dc.subjectავალიშვილი-დათუაშვილი, ეკატერინე-გულნარა იოსების ასული (1921-1994)en_US
dc.subjectავალიშვილი, ვახტანგ იოსების ძე (1917-1974)en_US
dc.titleიოსებ ავალიშვილი, ქეთევან ზაალიშვილი, ეკატერინე-გულნარა ავალიშვილი, თამარ ზაალიშვილი და ვახტანგ ავალიშვილიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderთამარ დათუაშვილიen_US
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Untitled-24_recto.jpgრექტო273.63 kBJPEGThumbnail
View/Open
Untitled-24_verso.jpgვერსო210.15 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.