ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35963
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2014-04-07T12:45:42Z-
dc.date.available2014-04-07T12:45:42Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/35963-
dc.descriptionმარცხნიდან: მიხეილ გერასიმოვი, ვასილ მჟავანაძე, ნიკოლოზ ჟღენტიen_US
dc.description.abstractმიხეილ გერასიმოვი - მეცნიერი და მეღვინე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1944), საპატიო დოქტორი უნგრეთის ინსტიტუტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის. ყურძნისა და ღვინის იტალიური აკადემიის წევრ–კორესპონდენტი. ვასილ მჟავანაძე – საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი. 1915-1924 წლებში მუშაობდა მუშად ქ. ხონში. შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. პარალელურად სწავლობდა სამხედრო სკოლაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი. წარმატებული სამხედრო კარიერის შედეგად მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. იყო სამხედრო საბჭოს წევრი ჯერ ლენინგრადის, ხოლო შემდეგ უკრაინის ფრონტებზე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქ. გორში. სხვადასხვა საბაბთა მომიზეზებით, აფერხებდა როკის გვირაბის მშენებლობას. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის ორდენის კავალერი. ნიკოლოზ ჟღენტი – ტექნოლოგი. საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგე. თელავის მიწგანის აგრონომი. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1936-1958). თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი (1958-1972). 1936 წელს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში შამპანური ღვინოების წარმოების შესასწავლად. მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მაგარაჩ"–ის ფილიალის დირექტორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ყურძნის ჯიშების "პინოს", და "შარდონეს" დანერგვაში. შექმნა ღვინოები – "ატენური", "ხიდისთავური", "სვირი", "მუხრანული". თანაავტორია წიგნის "საბჭოთა შანპანური" და ავტორია მონოგრაფიის "შამპანურის წარმოება საქართველოში". საქართველოს საპატიო მეღვინე. დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით. შრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატიen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფურიen_US
dc.subjectგერასიმოვი, მიხეილ ალექსანდრეს ძე (1884-1966)en_US
dc.subjectმჟავანაძე, ვასილ პავლეს ძე (1902-1988)en_US
dc.subjectჟღენტი, ნიკოლოზ მელქისედეკის ძე (1907-1972)en_US
dc.titleმიხეილ გერასიმოვი, ვასილ მჟავანაძე, ნიკოლოზ (კოლია) ჟღენტიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმატილდა ჟღენტი–იოსელიანიen_US
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
jgenti-052.jpg331.49 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება