Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/35973
Title: ნიკოლოზ (კოლია) ჟღენტი, ვასილ მჟავანაძე, მიხეილ გერასიმოვი
Keywords: ჯგუფური
ჟღენტი, ნიკოლოზ მელქისედეკის ძე (1907-1972)
მჟავანაძე, ვასილ პავლეს ძე (1902-1988)
გერასიმოვი, მიხეილ ალექსანდრეს ძე (1884-1966)
Abstract: ნიკოლოზ ჟღენტი – ტექნოლოგი. საქართველოს განათლების სახალხო კომიტეტის გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის გამგე. თელავის მიწგანის აგრონომი. თბილისის შამპანკომბინატის დირექტორის მოადგილე, დირექტორი (1936-1958). თბილისის N1 ღვინის ქარხნის დირექტორი (1958-1972). 1936 წელს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებით საფრანგეთში შამპანური ღვინოების წარმოების შესასწავლად. მეღვინეობისა და მევენახეობის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის "მაგარაჩ"–ის ფილიალის დირექტორი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ყურძნის ჯიშების "პინოს", და "შარდონეს" დანერგვაში. შექმნა ღვინოები – "ატენური", "ხიდისთავური", "სვირი", "მუხრანული". თანაავტორია წიგნის "საბჭოთა შანპანური" და ავტორია მონოგრაფიის "შამპანურის წარმოება საქართველოში". საქართველოს საპატიო მეღვინე. დაჯილდოებულია საკავშირო სასოფლო–სამეურნეო მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით. შრომის წითელი დროშის ორი ორდენით და მედლით. იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი. ვასილ მჟავანაძე – საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი. 1915-1924 წლებში მუშაობდა მუშად ქ. ხონში. შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიაში. პარალელურად სწავლობდა სამხედრო სკოლაში. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი. წარმატებული სამხედრო კარიერის შედეგად მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება. იყო სამხედრო საბჭოს წევრი ჯერ ლენინგრადის, ხოლო შემდეგ უკრაინის ფრონტებზე. 1953 წლიდან 1972 წლამდე იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქ. გორში. სხვადასხვა საბაბთა მომიზეზებით, აფერხებდა როკის გვირაბის მშენებლობას. იყო სოციალისტური შრომის გმირი და ლენინის ორდენის კავალერი. მიხეილ გერასიმოვი - მეცნიერი და მეღვინე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1944), საპატიო დოქტორი უნგრეთის ინსტიტუტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის. ყურძნისა და ღვინის იტალიური აკადემიის წევრ–კორესპონდენტი
Description: მარცხნიდან: ნიკოლოზ ჟღენტი, ვასილ მჟავანაძე, მიხეილ გერასიმოვი
Owner: მატილდა ჟღენტი–იოსელიანი
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
jgenti-055.jpg303.06 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.