ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/361
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.date.accessioned2012-04-30T13:31:07Z-
dc.date.available2012-04-30T13:31:07Z-
dc.identifier.urihttp://www.nplg.gov.ge/dspace/handle/1234/361-
dc.description.abstractაბულაძე იუსტინე ირაკლის ძე - ქართველი საბჭოთა ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1943). სკკპ წევრი 1948–იდან. 1900 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი (ქართ.–სომხ.–სპარს. ფილოლოგიის განხრით) აღმოსავლური ფონდების შესასწავლად 1901–1902 იმოგზაურა შუა აზიასა (ტაშკენტი, ბუხარა, სამარყანდი) და დასავლეთ ევროპაში (ვენა, ბერლინი, პარიზი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. იყო საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის წევრი, ამავე საზოგადიების მუზეუმის გამგე. 1918–იადან თსუ–ში კითხულობდა სპარსულ ენისა და ლიტერატურის კურსს, სათავეში ედგა მის მიერვე ჩამოყალიბებულ სპარსულ ფილოლოგიის კათედრას. აბულაძე ქართულ–სპარსულ ლიტერატურის ურთიერთობის კვლევის ერთ–ერთი ფუძემდებელია. იკვლევდა „შაჰ–ნამეს“, „ვისრამიანს“, ორჯერ გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“ (1914, 1926) ვრცელი შესავლითა და ლექსიკონით. ეს ლექსიკონი შემდეგ პოემის პირველ საიბულიეო გამოცემას (1937) დაერთო. გამოსცა „შაჰნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები“ I ტ. (1916), მონაწილეობდა II ტომის მომზადებაში (1934). მანვე დაურთო გამოცემას ლექსიკონი. წერილების სერია მიუძღვნა „ვისრამიანის“ ქართულ და სპარსულ ტექსტებს, მონაწილეობდა ამ ძეგლის გამოცემაში (1938), დაურთო ლექსიკონი. აბულაძეს ეკუთვნის სპარსული ენის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1936). წყარო: ქსე. – ტომი I. – თბ. – 1975.en_US
dc.sourceიუსტინე აბულაძე (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდი, PN 2638/1-T)-
dc.subjectპორტრეტიen_US
dc.subjectაბულაძე, იუსტინე ირაკლის ძე (1874-1962)-
dc.titleიუსტინე აბულაძეen_US
dc.typeImageen_US
შესულია კოლექციებში:ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
abuladze iustine.+.jpg163.52 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება