Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/36255
Title: წერილი დავით საღირაშვილისადმი
Authors: გაბაშვილი, რევაზ
Keywords: საღირაშვილი, დავით ალექსის ძე (1887-1962)
გაბაშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე (1882-1969)
წერილი
ხელნაწერი
ემიგრანტული ჟურნალისტიკა
პარიზი
საფრანგეთი
ემიგრაცია
ემიგრანტი
ურატაძე, გრიგოლ ილარიონის ძე (1880-1959)
ვაჩნაძე, დავით (დათა) ვლადიმერის ძე (1884-1962)
სალია, კალისტრატე (1901-1986)
პატარიძე
მეტრეველი
Issue Date: 2-Oct-1957
Abstract: დავით ალექსის ძე საღირაშვილი – ქართველი სამხედრო, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. 1908-1910 წწ. იბრძოდა სპარსეთში. რევოლუციური საქმიანობისთვის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. პირადად იცნობდა სტალინს. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა. გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. 1927 წლიდან უპარტიო. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. 1957-1958 წლებში, მიუნხენში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი – ქართველი ემიგრანტი, პილიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. მწერალი, პუბლიცისტი, პოლიგლოტი. ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი. გრიგოლ ურატაძე – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი. დავით (დათა) ვლადიმერის ძე ვაჩნაძე – ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებული გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში. კალისტრატე სალია – ქართველი ემიგრანტი, ისტორიკოსი, ქართველოლოგი, პროფესორი. მეუღლესთან, ნინო სალიასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ბედი ქართლისა".
Description: 1 ფურცელი. ტექსტი – ხელნაწერი, ქართულ ენაზე. წერილი გაგზავნილია პარიზიდან. მოხსენიებული პირები: ურატაძე, დათა ვაჩნაძე, სალია, პატარიძე, მეტრეველი
Owner: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Appears in Collections:დავით საღირაშვილის არქივი

Files in This Item:
File Description SizeFormat 
23.4(27)_recto.jpgრექტო671.64 kBJPEGThumbnail
View/Open
23.4(27)_verso.jpgვერსო614.78 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.