Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/364060
Title: ბორჯომი. Მატარებლის სადგური
Other Titles: საქართველოს კურორტები
საქართველოს ქალაქები
Authors: Панова, В.
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
ბორჯომი
БОРЖОМИ
რკინიგზის სადგური
железнодорожный вокзал
სამცხე-ჯავახეთის მხარე
კურორტი
Issue Date: 1984
Publisher: «Планета»
Abstract: ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში. რკინიგზის შემადგენელი ნაწილია წაღვერ-ცემის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე გუჯარულაზე, რომელიც მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორ ალექსანდრ გუსტავ ეიფელს.
Description: ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა, 2017 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო ხაზია საქართველოში. რკინიგზის შემადგენელი ნაწილია წაღვერ-ცემის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე გუჯარულაზე, რომელიც მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორ ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. კომპლექსში შემავალი ობიექტებია: ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი; რკინიგზის სადგურები: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი; წაღვერი-ცემის სარკინიგზო ხიდი (ეიფელის ხიდი) და პორტერის ტიპის ორთქლმავალი („კუკუშკა“). ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. 37.2 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი ბორჯომის რკინიგზის სადგურზე იწყება და დაბა ბაკურიანში სრულდება. ხაზი გადის შემდეგ სადგურებს: ბორჯომი, დაბა, წაღვერი, ცემი, ტბა, ლიბანი, საკოჭავი, ბაკურიანი. ყველა მათგანი რკინიგზის ამუშავების დროსაა გაკეთებული და დღემდე მოქმედია. 1902 წლისთვის ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზზე სამოძრაოდ სპეციალურად ინგლისიდან იქნა ჩამოტანილი პორტერის ტიპის ორთქლმავალი („კუკუშკა“). 1967 წელს რკინიგზამ ელექტროფიკაცია განიცადა, ამიტომ შეიცვალა ორთქლმავალიც და მისი ადგილი ელექტრომატარებელმა დაიკავა. ძველი კუკუშკა კი ბორჯომში სამუზემო ექსპონატად იქცა. დღეს რკინიგზაზე სწორედ 1967 წელს ჩამოყვანილი ლოკომოტივი დადის. რკინიგზის შემადგენელი ნაწილია წაღვერ-ცემის მაკავშირებელი ხიდი მდინარე გუჯარულაზე, რომელიც მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს. მისი კონსტრუქცია 1902 წელს ჩამოიტანეს ბორჯომის ხეობაში და ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით დაამონტაჟეს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0107 b.jpgვერსო49.2 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0107 a.jpgრექტო134.1 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.