Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/365584
Title: ბულგარეთის პარლამენტის შენობა
Other Titles: ბულგარეთის არქიტექტურა
Keywords: ღია საფოსტო ბარათი
ბულგარეთი
სოფია
София
Cofia
პარლამენტის შენობა
Народное Собрание
Le Parlement
Das Parliaments gebäude
Issue Date: 1961
Publisher: ДП „Българска фотография“ = სახელმწიფო საწარმო „ბულგარეთის ფოტოგრაფია“
Abstract: სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ვიტოშას მთის მასივის ძირში, ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ახლოს მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან, შავ ზღვასა და ადრიატიკის ზღვასთან შედარებით. სოფია სიდიდით მე-13 ქალაქია ევროკავშირში. ის გარშემორტყმულია მთებით, რაც მას მადრიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღლა მდებარე ევროპულ დედაქალაქად აქცევს. ქალაქი აშენდა მდინარე ისკირზე და აქ არის მრავალი მინერალური წყარო, მაგალითად, სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოები. რეგიონში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. როგორც ბულგარეთის პრიორიტეტული ქალაქი, სოფია არის მრავალი ადგილობრივი უნივერსიტეტის, კულტურული ინსტიტუტისა და კომერციული კომპანიის სახლი. სოფია სტარტაპების რაოდენობით შევიდა საუკეთესო ათეულში, ძირითადად სტარტაპები იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. 2013 წელს სოფია იყო ქალაქი, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეწვია. 1979 წელს სოფიაში არსებული ბოიანის ეკლესია შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. სოფიის მოსახლეობამ შემცირება დაიწყო მე-18 საუკუნის ბოლოდან, როდესაც მისი მოსახლეობა 70 000-ს შეადგენდა. 1870 წელს 19 000-იდან კიდევ უფრო იკლებდა, 1878 წელს კი 11 649 - მდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც დაიწყო მოსახლეობის ზრდა. სოფიის 1,2 მილიონი მაცხოვრებელი 492 კილომეტრ კვადრატზე ცხოვრობს. ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 17,9% ცხოვრობს.
Description: ბულგარეთის პარლამენტის შენობა
Owner: ლოლიტა ჭოლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0112 b.jpgვერსო41.42 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0112 a.jpgრექტო157.28 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.