Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/365879
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialვაღარშაპატი (სომხ. Վաղարշապատ; 1945 წლიდან 1992 წლამდე ეჩმიაძინი, სომხ. Էջմիածին) - ქალაქი სომხეთში, სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოსის საბრძანებელი. მდებარეობს არმავირის პროვინციაში, ერევნიდან დასავლეთით 20 კმ-ში. ქალაქი თავდაპირველად დაარსდა როგორც ვარდკესავანი ძვ. წ. IV ან III საუკუნეში. მეფე ვაღარშ I-მა (117–140) მას სახელი შეუცვალა და ვაღარშაპატი დაარქვა, რაც დღემდე რჩება ქალაქის ოფიციალურ სახელად. რამდენიმე ათწლეულში იგი სომხეთის დედაქალაქი ხდება და IV საუკუნემდე ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს წარმოადგენს. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ეჩმიაძინის ტაძარი. გადმოცემის თანახმად, იგი თავადპირველად ააგო წმ. გრიგოლ განმანათლებელმა 301–303 წლებში. V საუკუნის სომხური წერილობითი წყაროების მიხედვით, წმ. გრიგოლს გამოეცხადა ქრისტე, რომელმაც ტაძრის ასაშენებელი ადგილის მისათითებლად მიწას მეხი სტყორცნა ოქროს ჩაქუჩით. შესაბამისად, პატრიარქმა ეკლესიასა და თვით ქალაქსაც ეჩმიაძინი დაარქვა, რაც დაახლოებით ნიშნავს: „ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა“. 480 წელს ვაჰან მამიკონიანის ბრძანებით ნანგრევებად ქცეული ბაზილიკა შეიცვალა ახალი ჯვრის ფორმის ეკლესიით. 618 წელს ხის გუმბათი შეცვალა ქვისამ, რომელიც ოთხ მასიურ საყრდენზე იდგა, რომელიც თავის მხრივ კონსტრუქციის გარე კედლებს აერთიანებდა არკადიებით. ტაძარმა დღემდე სწორედ ამ ფორმით მოაღწია. ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსში ინახებოდა შუა საუკუნეების სომხურ ხელნაწერთა უდიდესი კოლექცია, რომელიც მოგვიანებით მატენადარანს გადაეცა. მთავარი საკათედრო ტაძრის გარდა ქალაქში კიდევ ორი მნიშვნელოვანი ეკლესიაა. წმ. გაიანეს ეკლესია გამოირჩევა მისი ჰარმონიული პროპორციებით. აგებულ იქნა 630 წელს, ხოლო XVII საუკუნეში საუკუნეში კი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. წმ. რიფსიმეს ეკლესია 618 წელს აიგო და დღემდე უცვლელის სახით შემორჩა. ეს ორი ეკლესია, საკათედრო ტაძარი და ახლომდებარე არქეოლოგიური ზონა ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.en_US
dc.coverage.temporalმე-20 საუკუნის 80-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2022-02-18T15:49:29Z-
dc.date.available2022-02-18T15:49:29Z-
dc.date.issued2022-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/365879-
dc.descriptionუძველესი ხის ეკლესია მონასტრის ადგილზე აგებული ყოფილა ჯერ კიდევ 303 წელს, სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, ხოლო ქვის ეკლესია ააგეს V-VII საუკუნეებში. სამრეკლო აგებულია 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს.en_US
dc.description.abstractეჩმიაძინის მონასტერი (სომხ. Էջմիածնի Մայր Տաճար) — სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.). მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectსომხეთიen_US
dc.subjectქალაქი ვაღარშაპატიen_US
dc.subjectქალაქი ეჩმიაძინიen_US
dc.subjectეჩმიაძინის მონასტერიen_US
dc.subjectСВ. ЭЧМИАДЗИНen_US
dc.subjectHOLY ECHMIADZINen_US
dc.titleეჩმიაძინის მონასტერიen_US
dc.title.alternativeეკლესია-მონასტრებიen_US
dc.title.alternativeხუროთმოძღვრებაen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0123 b.jpgვერსო25.63 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0123 a.jpgრექტო153.29 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.