ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/37299
სათაური: | გიორგი ლეონიძე 100 |
საკვანძო სიტყვები: | მოსაწვევი ბარათი 100 წლისთავი ლეონიძე, გიორგი (გოგლა) ნიკოლოზის ძე (1899-1966) იუბილე |
რეზიუმე: | გიორგი ლეონიძე – ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა – ნიკო ლეონიძე იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი. ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო. ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა – სოფიო გულისაშვილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. 1097 წელს გიორგი ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1916 წელს მან დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“. 1918 წლიდან პოეტი დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო. გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად. გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს, დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
აღწერილობა: | გიორგი ლეონიძის დაბადების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში; მოსაწვევის გარეკანს ამშვენებს პოეტის პორტრეტი |
მფლობელი: | საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა |
შესულია კოლექციებში: | ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექცია |
ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი | აღწერილობა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
Leonidze.pdf | 188.69 kB | Adobe PDF | ნახვა / გახსნა |
საავტორო უფლება