Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/376759
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.coverage.spatial | ფილარმონია (ბერძნ. philéo - მიყვარს და harmonía - ჰარმონია) - საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში (პეტერბურგი, მოსკოვი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ-იორკი და სხვა) შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას. XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ. სსრკ-ში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, შემსრულებელთა ხელოვნების, აგრეთვე საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის (ცეკვა, მხატვრული კითხვა და სხვა) პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადში (1921), მოსკოვში (1922). სსრკ-ში სულ 140-მდე ფილარმონია იყო. ფილარმონიას მუდმივ შტატში ჰყავს შემსრულებლები, მუსიკალური კოლეკტივები (სიმფონიური და კამერული ორკესტრები, გუნდები). საქართველოში ფილარმონიული საზოგადოება შეიქმნა 1905 წელს. | en_US |
dc.date.accessioned | 2022-04-09T16:34:00Z | - |
dc.date.available | 2022-04-09T16:34:00Z | - |
dc.date.issued | 1977-05-23 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/376759 | - |
dc.description | საზეიმო სხდომა, მიძღვნილი გამოჩენილი საბჭოთა მეცნიერის აკაკი შანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი, ჩატარდა ფილარმონიის დიდ დარბაზში 1977 წლის 23 მაისს. | en_US |
dc.description.abstract | აკაკი გაბრიელის ძე შანიძე (26 თებერვალი, 1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა - 29 მარტი, 1987, თბილისი) - ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.subject | მოსაწვევი ბარათი | en_US |
dc.subject | შანიძე, აკაკი გაბრიელის ძე (1887-1987) | en_US |
dc.subject | ფილარმონია | en_US |
dc.subject | დიდი დარბაზი | en_US |
dc.subject | საზეიმო სხდომა | en_US |
dc.subject | საიუბილეო საღამო | en_US |
dc.title | აკაკი შანიძის დაბადების 90-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის მოსაწვევი ბარათი | en_US |
dc.title.alternative | მოსაწვევი ბარათები | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლოლიტა ჭოლაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
113 - 4.jpg | ვერსო | 56.83 kB | JPEG | View/Open |
113 - 3.jpg | ვერსო | 60.79 kB | JPEG | View/Open |
113 - 2.jpg | ვერსო | 63.12 kB | JPEG | View/Open |
113 - 1.jpg | რექტო | 166.61 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.