Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387786
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialწყნეთი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 15 კმ-ში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში. როგორც სააგარაკო ადგილი, ის ძველთაგანვე ყოფილა ცნობილი. ინტენსიური განაშენიანება აქ XIX ს-ის ბოლოს დაიწყო, საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი საბჭოთა პერიოდში განხორციელდა. შეიქმნა წყნეთის განვითარების გენერალური გეგმა: 1935-1936 წლებში მოხდა კურორტის ხელოვნური გამწვანება წიწვოვანი ჯიშებით; 1938 წელს აშენდა პირველი ბავშვთა სანატორიუმი, მოსწავლეთა ბანაკი, საბავშვო სახლი, ამბულატორია და ა. შ. 1960-1970 წლებიდან წყნეთი თბილისის პირველხარისხოვანი საგარეუბნო კურორტი გახდა და საკურორტო ზონაში სამთავრობო აგარაკები აშენდა. ზაფხულის პაპანაქება სიცხეშიც კი წყნეთში მუდამ სიგრილეა, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის კომფორტულ პირობებს. სიგრილის მიზეზად არ შეიძლება ჩაითვალოს მარტო განსხვავება სიმაღლის დონეთა შორის. ჰაერის ტემპერატურაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ადგილის იდეალური ვენტილაცია, ადგილობრივი ქარების რეგულარული გამაგრილებელი მოქმედება და მწვანე საბურველი. მრავალწლიანი დაკვირვებები ორგანიზმზეen_US
dc.date.accessioned2022-06-13T17:05:37Z-
dc.date.available2022-06-13T17:05:37Z-
dc.date.issued1965-06-05-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/387786-
dc.descriptionფოტო გადაღებულია პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრის 54 წლისთავზე კურორტ წყნეთში, ივანე ურუშაძის აგარაკზე. წინა რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ: ივანე ურუშაძე. ნადია ბუზოღლი, აკაკი შანიძე, ალექსანდრა მკურნალი, ვლადიმერ მკურნალის ქვრივი, დავით კაკაბაძე, ვლადიმერ თოხაძე, აკაკი ბაქრაძე (პროფესორი), დავით ლომაძე (დოქტორი). დგანან მარცხნიდან მარჯვნივ: გრიგოლ შანიძე, თერაპონტე მანჯავიძე, შალვა მაღლაკელიძე, ბახუსი კვაჭაძე, დავით გორგაძე, სოლომონ ჩიხლაძე, პაჭუ ჟორდანია, გური კანდელაკი, მელქო ბოჭოიძე, ბიქტორ ძიძიგური, 4 ქალი ფეხზედ მდგომნი მკურნალის ნათესავები.en_US
dc.description.abstractაკაკი შანიძე (26.02.1887, ქვემო ნოღა, ქუთაისის მაზრა - 29.03.1987, თბილისი) -ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, რუსთველოლოგი, ფოლკლორისტი, არმენოლოგი, ალბანოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი 1948-1950 წლებში. ნადეჟდა აბაშიძე-ბუზოღლისა (20.08.1888, ქუთაისი - 20.02.1976) - მომღერალი, პროფესორი, პედაგოგ-ვოკალისტი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1938–1944 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში სოლო სიმღერის პედაგოგი; 1944 წლიდან მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იგი ავტორია მეთოდურ-პედაგოგიური ნაშრომისა „ქართული რომანსის გამოყენება მომღერალთა ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში" (თბილისი 1959 წელი, რუსულ ენაზე). ზაქარია ფალიაშვილმა "დაისი" თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ ტფილისში სახელგანთქმული ინჟინრის, მუსიკის მოყვარულის და შეძლებულობით ცნობილი მიხეილ ბუზოღლის ახალგაზრდა მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. თავად მიხეილ ბუზოღლი ზაქარიას ძალიან აფასებდა. ის იმითაც ამაყობდა, რომ ცნობილმა კომპოზიტორმა მის მეუღლეს, საშუალო დონის ვოკალისტს ნადეჟდას რამდენიმე კონცერტზე აკომპანიორობა გაუწია. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე "დაისის" ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. იქვე "დაისის" მთავარი პერსონაჟების, მალხაზისა და მაროს დუეტის ფრაგმენტი მიუწერია: "მსურს ასე ვიყო სულგანაბული, შენს ლამაზ თვალებს მიჩერებული". შალვა მაღლაკელიძე (2.05.1893, დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, - 7.11.1976, თბილისი) - ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი და სამხედრო მოღვაწე, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectურუშაძე, ივანეen_US
dc.subjectბუზოღლი, ნადეჟდა ივანეს ასული (1888-1976en_US
dc.subjectშანიძე, აკაკი გაბრიელის ძე (1887-1987)en_US
dc.subjectმკურნალი, ალექსანდრაen_US
dc.subjectმკურნალისა,en_US
dc.subjectკაკაბაძე, დავითen_US
dc.subjectთოხაძე, ვლადიმერen_US
dc.subjectბაქრაძე, აკაკიen_US
dc.subjectლომაძე, დავითen_US
dc.subjectშანიძე, გრიგოლიen_US
dc.subjectმანჯავიძე, თერაპონტეen_US
dc.subjectმაღლაკელიძე, შალვა (1893-1976)en_US
dc.subjectკვაჭაძე, ბახუსიen_US
dc.subjectგორგაძე, დავითen_US
dc.subjectჩიხლაძე, სოლომონ რომანის ძე (18**-19**)en_US
dc.subjectჟორდანია, პაჭუen_US
dc.subjectკანდელაკი, გურიen_US
dc.subjectბოჭოიძე, მელქოen_US
dc.subjectძიძიგური ბიქტორen_US
dc.titleქუთაისის პ. მკურნალის გიმნაზიის ყოფილ მოსწავლეთა შეხვედრაen_US
dc.title.alternativeმოგონებები გარდასულ დღეთაen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderნაზი ჩიხლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N.CHikhladze 0006.jpgრექტო127.52 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.