ციფრული ფოტომატიანე : [238756] Community home page

ციფრული ფოტომატიანე

წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივ პროექტს სახელწოდებით "ციფრული ფოტომატიანე", პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და შეაგროვოს სხვადასხვა ოჯახებში დაცული, აქამდე საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოკოლექციების ციფრული ვერსიები. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა "ფოტომატიანეს" შექმნაში. ამისათვის დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული ძველი ფოტოები, საფოსტო ბარათები და დაგვიკავშირდით. ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს შევძენთ და იმავე დღეს უვნებლად დაგიბრუნებთ. ამის სანაცვლოდ თქვენ გექნებათ გარანტია რომ თქვენი ფოტოკოლექციის ციფრული ასლები მუდმივად შეინახება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში.

თქვენივე სურვილით ეს ფოტოები შეიძლება დაიდოს თავისუფალ წვდომაში, ინტერნეტში ან ინტრანეტში. ინტრანეტი გულისხმობს ფოტოებზე შეზღუდულ წვდომას, ამ შემთხვევაში თქვენს ფოტოებს ნახავენ მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობიდან და ასევე კონკრეტულ პირებს შეიძლება მიეცეს ექსკლუზიური უფლება ამ ფოტოების დათვალიერების.

გამომცემლებს კი ვთხოვთ, მათ მიერ მომზადებული პროდუქციის ელექტრონული რესურსები გადასცენ ეროვნულ ბიბლიოთეკას ინტრანეტში (ბიბლიოთეკის შიდა ქსელში) ან, მათი თანხმობის შემთხვევაში, ინტერნეტში განსათავსებლად. პროექტში მონაწილეობის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 2971655, 577436478 ან დაუკავშირდით "ივერიელის" ადმინისტრატორს

Browse

Discover

Collections in this community

ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტომატიანე [3151]

კოლექცია მოიცავს აჭარის ოჯახებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში დაცულ ფოტომასალას

გორის საჯარო ბიბლიოთეკის ფოტოკოლექცია [24]

კოლექციაში დაცულია გორის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ მოძიებული ფოტოები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფოტოკოლექცია [1371]

ფოტოკოლექციაში განთავსებულია ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ მოძიებული ფოტომასალა

Logo

ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა [9490]

კოლექციაში განთავსებულია ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ იმერეთის რეგიონში მოძიებული ფოტოები