Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/394502
Title: კახაბერ (კახა) ცხადაძე, თემურ ქეცბაია და ალექსანდრე ჩივაძე
Keywords: ჯგუფური
ცხადაძე, კახაბერ (კახა) (1968)
ქეცბაია, თემურ (1968)
ჩივაძე, ალექსანდრე (1955)
Abstract: თემურ ქეცბაია - ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1990-იან წლებში საქართველოს ნაკრების წამყვანი მოთამაშე. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში. „ანორთოსისის“ მწვრთნელი 2019 წლიდან; კახაბერ (კახა) ცხადაძე - ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1992). საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე 1990-იან წლებში. ალექსანდრე ჩივაძე - ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად. 1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად.
Owner: გაზეთი სარბიელი
Appears in Collections:გაზეთ სარბიელის ფოტოკოლექცია

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Sarbieli-435.jpg154.71 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.