Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/398275
Full metadata record
DC Field | Value | Language |
---|---|---|
dc.contributor.author | Круско, Б. | - |
dc.coverage.spatial | სანქტ-პეტერბურგი (რუს. Санкт-Петербу́рг; 1914 წლამდე - სანქტ-პეტერბურგი, 1914-1924 წწ. - პეტროგრადი, 1924-1991 წწ. -ლენინგრადი) - ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი რუსეთში. ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო (2008 წლიდან), დსთ-ის საკანონმდებლო ორგანო (1992 წლიდან), ლენინგრადის ოლქის მმართველი ორგანო, დასავლეთ რუსეთის სამხედრო ოკრუგი, რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი. ქალაქი მდებარეობს რუსეთის ფედერაციის დასავლეთ ნაწილში, ფინეთის ყურის სანაპიროსთან (ბალტიის ზღვა), მდინარე ნევის შესართავთან. ქალაქი პეტრე დიდმა, 1703 წლის 16/27 მაისს, დააარსა. 1712-1918 წლებში იყო რუსეთის დედაქალაქი. ქალაქში მოხდა სამი რევოლუცია: პირველი იყო 1905-07 წლების რევოლუცია, მეორე 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია და მესამე 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ქალაქი დაახლოებით 900 დღის განმავლობაში ბლოკადაში იყო, რომლის დროსაც, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შიმშილისგან დაიღუპა 650 ათასიდან 1,2 მ | en_US |
dc.date.accessioned | 2022-09-10T17:58:53Z | - |
dc.date.available | 2022-09-10T17:58:53Z | - |
dc.date.issued | 1970 | - |
dc.identifier.uri | https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/398275 | - |
dc.description | ზამთრის სასახლე (რუს. Зимний Дворец) მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, სასახლის სანაპიროსა და სასახლის მოედანს შორის; აშენდა 1754-1762 წლებში, როგორც რუსეთის იმპერატორთა ზამთრის რეზიდენცია. პირველი „ზამთრის სახლი“ პეტრე I-ს 1711 წელს აუგეს, საზამთრო არხის ნაპირზე, მეორე - ახლანდელი ერმიტაჟის თეატრის ადგილას (1716-1719, არქიტექტორი გ. მატარნოვი, გადაკეთებულია 1720-იან წლებში არქიტექტორი დ. ტრეზინი). 1732 წელს რასტრელიმ დაიწყო მესამე ზამთრის სასახლის მშენებლობა, რომლის ფასადები გადიოდა ნევასა და სასახლის მოედანზე (მრავალჯერ გადაკეთდა). მეოთხე ზამთრის სასახლე რასტრელიმ ააშენა 1755, ნევის პროსპექტსა და მდინარე მოიკის სანაპირო კუთხეში (განადგურდა 1762). 1754-1762 წლებში მესამე სახლის ადგილზე ბართოლომეო რასტრელიმ ააგო ბაროკოს სტილის მეხუთე სასახლე - შიდაეზოიანი კარეს სახის ნაგებობა. გრანდიოზული სასახლის (1000 ოთახი) ფასადები მიმართულია ნევის, საადმირალოსა და სასახლის მოედნისაკენ გადაწყვერილია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, გარემოს გათვალისწინებით. ფასადების მდიდრული მორთულობა და სათავსების ანფილადური განლაგება ხაზს უსვამს შენობის საზეიმო დანიშნულებას. თეთრ-მწვანე შეფერილობის სასახლეს 1.786 კარი და 1.945 ფანჯარა აქვს. სასახლის პირველი ბინადარი ეკატერინე დიდი იყო. ზამთრის სასახლის ინტერიერები რამდენიმეჯერ გადააკეთეს (ანფილადები ნევის გასწვრივ და სატახტო (გიორგის) დარბაზი, 1780-1790 წლებში, არქიტექტორები ჯ. კვარენგი, ი. სტაროვი; 1812 წელს სამამულო ომის გალერეა, არქიტექტორი კ. როსი). 1837 წელს ხანძრის შემდეგ ფასადები და საზეიმო დარბაზები აღადგინა არქიტექტორმა ვ. სტასოვმა, შიგა სამყოფლები - არქიტექტორმა ა. ბრიულოვმა. 1880 წელს ზამთრის სასახლეში ს. ხალტურინმა მოაწყო აფეთქება ალექსანდრე II-ის მოკვლის მიზნით. 1905 წლის 9 იანვარს მის წინ დახვრიტეს მუშათა მშვიდობიანი დემონსტრაცია. ზამთრის სასახლე ამჟამად სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმის დიდებულ შენობათა ჯგუფს ეკუთვნის, სადაც განლაგებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია. როგორც მუზუემის ნაწილი, ზამთრის სასახლის 1057 დარბაზისა და ოთახის უმეტესობა საზოგადოებისთვის ღიაა. სამხედრო გალერეაში, გახსნილი 1836 წელს, განთავსებულია ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის პერიოდის რუსეთის არმიის სამხედრო ლიდერთა 332 პორტრეტი. 1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ ზამთრის სასახლე რუსეთის დროებითი მთავრობის შტაბ-ბინა გახდა. ბოლშევიკთა ძალების მიერ ზამთრის სასახლის აღება ოქტომბრის რევოლუციის გადამწყვეტი მომენტი იყო. | en_US |
dc.description.abstract | ერმიტაჟის მუზეუმი (რუს. Эрмитаж, ფრანგ. „განმარტოების ადგილი“) - რუსეთის უმსხვილესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი. წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ხელოვნებისა და კულტურის ძეგლების საცავს. ერმიტაჟის ვრცელი კოლექციები გამოფენილია ექვს ძირითად შენობაში; მათგან მთავარი ზამთრის სასახლეა, რომელიც წინათ რუსეთის მეფეთა ოფიციალური რეზიდენცია იყო. ერმიტაჟის კოლექციებიდან უმნიშვნელოვანესია მიქელანჯელოს, ლეონარდოს, რუბენსის, ვან-დეიკის, რემბრანდტის, პუსენის, კლოდ ლორენის, ვატოს, ტიეპოლოს, კანალეტოს, კანოვას, როდენის, მონეს, პისაროს, რენუარის, სეზანის, ვან-გოგის, გოგენის, პიკასოსა და მატისის ნამუშევრები. თუმცა აქ სანახავი გაცილებით მეტია - მათ შორის რუსეთის იმპერიის რეგალია, ფაბერჟეს სამკაულების საუცხოო კოლექცია და შთამბეჭდავი უძველესი ოქროს ნაკეთობათა ნიმუშები. | en_US |
dc.language.iso | ka | en_US |
dc.publisher | Издательство «Планета», Москва | en_US |
dc.subject | ღია საფოსტო ბარათი | en_US |
dc.subject | საფოსტო ბარათი | en_US |
dc.subject | ლენინგრადი | en_US |
dc.subject | Ленинград | en_US |
dc.subject | სსრკ-ს ქალაქები | en_US |
dc.subject | Города СССР | en_US |
dc.subject | სახელმწიფო ერმიტაჟი | en_US |
dc.subject | Государственный Эрмитаж | en_US |
dc.subject | ზამთრის სასახლე | en_US |
dc.subject | Зимний дворец | en_US |
dc.subject | ბარათი | - |
dc.title | ლენინგრადი. სახელმწიფო ერმიტაჟი (ზამთრის სასახლე) | en_US |
dc.title.alternative | მსოფლიო ქალაქები | en_US |
dc.title.alternative | სსრკ-ს ქალაქები | en_US |
dc.title.alternative | Города СССР | en_US |
dc.type | Image | en_US |
dc.rights.holder | ლოლიტა ჭოლაძე | en_US |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI 0172b.jpg | ვერსო | 19.19 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0172a.jpg | რექტო | 188.42 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.