ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/41237
სათაური: თამარ ჭავჭავაძე, ნატალია ჭავჭავაძე, ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ჭავჭავაძე, თამარ მამუკას (მაკარის) ასული (1874-1955
ჭავჭავაძე, ნატალია მიხეილის ასული (1917-?)
ჭავჭავაძე, ალექსანდრე მამუკას (მაკარის) ძე (1868-?)
ჭავჭავაძე, დავით (დოდიკ) მიხეილის ძე (1908-1972)
ჭავჭავაძეები
რეზიუმე: თამარ მამუკას ასული ჭავჭავაძე - ავტორია მოგონებებისა პაპის - ნიკოლოზ პავლეს ძე შატიხინის (მისი სურათი დაცულია გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმში №6604) ოჯახის, ალექსანდრე ყაზბეგის (იხ. ივ. ლოლაშვილი «ოცი წელი გიორგი ლეონიძესთან», თბ. 1980, გვ 145-150) და ილია ჭავჭავაძის (გ. ლეონიძის სახ. ლიტ. მუზეუმი, ხ-13448, ხ-13451, ხ-13452) შესახებ. ალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128). ნატალია მიხეილის ასული ჭავჭავაძე - ავტორი წიგნისა "დიდიმ მირცხულავა" (თბ.1999). დავით (დოდიკ) მიხეილის ძე ჭავჭავაძე – არქიტექტორი
აღწერილობა: მარცხნიდან: ტამარ ჭავჭავაძე, ნატალია ჭავჭავაძე, საშა ჭავჭავაძე, დავით ჭავჭავაძე
მფლობელი: დავით ჭავჭავაძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Davit_Chavchavadze-147.jpgრექტო174.12 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
Davit_Chavchavadze-148.jpgვერსო188.61 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება