Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/413183
Title: დიდქბის მემორიალთან ქუთაისში
Other Titles: მოგონებები გარდასულ დღეთა
Keywords: ჯგუფური ფოტო
ჩიხლაძე, ნაზი არჩილის ასული (1944)
ქუთაისი
დიდების მემორიალი
მემორიალი
Issue Date: 1982
Abstract: ნაზი ჩიხლაძე - ქუთაისის საექსკურსიო ბიუროს ინსტრუქტორი.
Description: 46 მეტრი სიმაღლის მონუმენტური სკულპტურა „დიდების მემორიალი“ / „გამარჯვების მემორიალი“ ქუთაისში 1981 წელს საზეიმოდ გაიხსნა და მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებას მიეძღვნა. მემორიალის ავტორია ცნობილი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი. ამ მოვლენას ასახავს კინოქრონიკა, რომელიც მომზადდა კინო-ჟურნალისთვის „საბჭოთა საქართველო“. რეჟისორი ქ. ღამბაშიძე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მემორიალს 2009 წლის დეკემბერში გაუკეთდა დემონტაჟი..... მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული ცხენოსანი „მზეჭაბუკი“ „დიდების მემორიალის“ ნაწილი იყო. „მზეჭაბუკის“ ძეგლი მემორიალის აფეთქებამდე აიღეს და იგი ავტორის სახელოსნოში ინახებოდა. 2020 წლის დეკემბერში ძეგლი ამჯერად 9 აპრილის ქუჩაზე დაიდგა. „გუშინდელი დღესავით მახსოვს დიდების მემორიალის გახსნა. მაშინ მთელი საქართველო ქუთაისში შეიკრიბა და დიდი ზეიმი ჩატარდა. ყურადღების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, ამ ძეგლის შემქმნელი მერაბ ბერძენიშვილი იყო. ცერემონიის დროს თეთრი მტრედი მოფრინდა და მოქანდაკეს მარჯვენა მხარზე დააჯდა. თითქოს ეს იყო სამადლობელი ქუთაისის და მთელი საქართველოს სახელით ამ უდიდესი ხელოვანის მიმართ. ეს ძეგლი გახლდათ ბრძოლისა და სიყვარულის სიმბოლო...“, - იგონებს ქუთაისელი თენგიზ გორგაძე.
Owner: ნაზი ჩიხლაძე
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
N.CHikhladze 0052.jpgრექტო59.24 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.