Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/415807
Title: | ბორჯომი. მინერალური წყარო |
Other Titles: | საქართველოს კურორტები |
Keywords: | ღია ბარათი საფოსტო ბარათი ბავშვი ბორჯომი Боржоми Borjomi მინერალური წყარო Минеральный источник Мineral spring |
Issue Date: | 1973 |
Abstract: | „ბორჯომი“ - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ-კურორტიდან. იგი ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან. |
Description: | ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირვეული ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს XX საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI ს ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეები ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლოის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა. |
Owner: | ლოლიტა ჭოლაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
BARATI 0228 b.jpg | ვერსო | 26.51 kB | JPEG | View/Open |
BARATI 0228 a.jpg | რექტო | 142.56 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.