ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/416336
სათაური: მიხეილ ქემოკლიძე ძმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად
საკვანძო სიტყვები: ჯგუფური
ქემოკლიძე, მიხეილ (მიხაკო) ოქროპირის ძე (1878-1942)
გაგოშიძე-ქემოკლიძე, ოლღა ივანეს ასული
ქემოკლიძე, გალაქტიონ ოქროპირის ძე (1884-1976)
ქემოკლიძე, დავით ოქროპირის ძე (1894-1918)
ქემოკლიძე, აფრასიონ მიხეილის ძე (-1921)
ქემოკლიძე-ხოჭოლავა, იულია მიხეილის ასული (-1926)
რეზიუმე: მიხეილ ქემოკლიძე - გზათა ინჟინერი, მეცენატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი 1908 წლიდან. საკუთარი სახსრებით რაჭაში, მშობლიურ სოფელ თლუღში ააშენა წყარო „ქვასიპა“, გაიყვანა გზა, ყოველმხრივ ეხმარებოდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბათუმის მკვიდრი, ფლობდა უძრავ ქონებას ბათუმსა და ციხისძირში. ხელმძღვანელობდა ბათუმის რადიომიმღების მშენებლობას, იღებდა მონაწილეობას ბათუმ-ართვინის, მურღულის გზების და ბათუმ-ტრაპიზონის რკინიგზის მშენებლობებში. დავით ქემოკლიძე - პორუჩიკი, დაამთავრა თბილისის დიდი მთავრის, მიხაილ ნიკოლოზის ძის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1916 წელს. სასაზღვრო დაცვის ცალკეული კორპუსის მე-5 კავკასიური სასაზღვრო ქვეითი პოლკის უმცროსი ოფიცერი. მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომის საომარ მოქმედებებში. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი 1916 წლიდან. გალაქტიონ ქემოკლიძე - იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-1917)
აღწერილობა: მარცხნიდან სხედან: მიხეილ ქემოკლიძე , მისი შვილები აფრასიონი და იულია, მისი მეუღლე - ოლღა გაგოშიძე-ქემოკლიძე. დგანან მარცხნიდან: მიხეილის ძმები: გალაქტიონ ოქროპირის ძე (ჩოხაში) და დავით ოქროპირის ძე ქემოკლიძეები. ფოტო გადაღებულია 1900-იან წლებში ბათუმში
მფლობელი: დიმიტრი ქემოკლიძე
შესულია კოლექციებში:ეროვნული ფოტომატიანე

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
ფოტო- 11.jpg231.35 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება