Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/41640
Title: ალექსანდრე (საშა) ჭავჭავაძე მეუღლესთან – ნადია სუხოდოლსკაიასთან ერთად
Keywords: ჯგუფური
ჭავჭავაძე, ალექსანდრე მამუკას (მაკარის) ძე (1868-?)
სუხოდოლსკაია, ნადია
Abstract: ალექსანდრე (საშა) მამუკას ძე ჭავჭავაძე (1868-?). - შორეული ნაოსნობის კაპიტანი; ბათუმში დააარსა მეზღვაურთა სკოლა (იხ. ნ. შვანგირაძე «თამარ ჭავჭავაძე», თბ. 1973, გვ. 11); «დაიღუპა ბათუმიდან ჰამბურგს მიმავალი ნავთით დატვირთული გემი «ბლესკი». გადარჩა გემის ოცდათორმეტი მოხელე და ცნობილი მეზღვაური, კაპიტნის თანაშემწე, თავადი ალექსანდრე მამუკას ძე ჭავჭავაძე» (იხ. «ცნობის ფურცელი», 1896, ¹47, 5 დეკემბერი, გვ. 3); ალექსანდრე მამუკას ძე სან-ფრანცისკოში შეხვდა დეკანოზ პავლე ჩუდეცკის მკვლელს, კატორღიდან გაქცეულ იოსებ ლაღიაშვილს (იხ. იპ. ვართაგავა, მოგონებები, წიგნი 2, 1962, გვ.381-382). «დააპატიმრეს მუდამ ბედნავსი მეზღვაური საშა ჭავჭავაძე. მას თურქებთან ურთიერთობაში ისეთივე ბრალი მიუძღოდა, როგორც მე ჩინელებთან. საშა ჭავჭავაძე არასოდეს ეთანხმებოდა მმართველ წრეებს საზღვაო უწყების წარმართვისას. ამას არც ფარავდა. ნ. რამიშვილს მისი განთავისუფლება ვთხოვე; ვარწმუნებდი, მას თურქებთან არანაირი კავშირი არა აქვს-მეთქი. იგი გაათავისუფლეს (იხ. გიორგი კვინიტაძე, მოგონებები, საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 2, თბ.; 1999, გვ. 128)
Owner: დავით ჭავჭავაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
Davit_Chavchavadze-133.jpgრექტო258.33 kBJPEGThumbnail
View/Open
Davit_Chavchavadze-134.jpgვერსო388.64 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.