Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/418144
Title: დანიელ ქინქლაძე
Keywords: ქინქლაძე, დანიელ (1881-1959)
ფილოლოგი
პედაგოგი
Abstract: დანიელ ქინლაძე - ფილოლოგი, პედაგოგი. დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონის სოფელი ნატანები. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ (1904 წ.), მასწავლებლობდა ზემო სვანეთის სოფელ ცხუმარის დაწყებით სკოლაში. 1905-1911 წწ. სწავლობდა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, იყო უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე. სწავლის დამთავრების შემდგომ, განაგრძო პედაგოგიური მოღვაწეობა დონის როსტოვის რეალურ სასწავლებელში, რუსული ენისა და ლიტერატურის, აგრეთვე კანონმცოდნეობის მასწავლებლად. 1920 წელს დ. ქინქლაძე ჩამოდის საქართველოში და ინიშნება ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორად, შემდეგ კი ბათუმის ქალთა გიმნაზიის დირექტორად. 1924 წლიდან სამუშაოდ გადმოდის ქ. თბილისში, სადაც ჯერ ყოფილი 33-ე შრომის სკოლის, შემდეგ კი ყოფილი 7-ე ათწლედის გამგეა. 1933 წელს ენიჭება დოცენტის სამეცნიერო წოდება. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტისა და თბილისის მუშფაკის რუსული ენის ფაკულტეტების ლექტორი, აგრეთვე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რუსული ენის კათედრის გამგე. 1933 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, დ. ქინქლაძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი. დ. ქინქლაძე ავტორი და თანაავტორია მრავალი სამეცნიერო გამოკვლევისა, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე უმაღლესი სკოლებისათვის. მათგან აღსანიშნავია: 1927 წელს გამოცემული სახელმძღვანელო - „შრომის სკოლის პრინციპები“; რუსული ენის სახელმძღვანელო მუშფაკის სტუდენტებისათვის; კაპიტალური გამოკვლევა - „ა. ს. პუშკინის „ევგენი ონეგინის“ ლექსიკა“ და სხვა. თვალსაჩინო მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ქინქლაძის მამა.
Owner: დავით ქინქლაძე
Appears in Collections:ეროვნული ფოტომატიანე

Files in This Item:
File Description SizeFormat 
D_Qinqladze.jpg192.13 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.