ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/418407
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.coverage.temporalმე-20 საუკუნის 80-იანი წლებიen_US
dc.date.accessioned2022-12-18T16:04:51Z-
dc.date.available2022-12-18T16:04:51Z-
dc.date.issued2022-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/418407-
dc.descriptionქუთაისის სპორტის მუზეუმი იმერეთში, ქალაქ ქუთაისში მდებარეობს, კოლუმბია მისურის ქ. N 3-ში (ყოფილი ზ. ფალიაშვილის ქ. V შესახვევი N 3). იგი 1970 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია 1600-ზე მეტი ექსპონატი. აქ გამოფენილია ცნობილ სპორტსმენთა ფოტო და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები, სპორტული ინვენტარი და ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასვა ჯილდოები - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები. ქუთაისის სპორტის მუზეუმი ძალიან საინტერესოა ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, აქ შეგიძლიათ ქაეცნოთ ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველ სპორტსმენთა მიღწევებს. იგი პირველი სპორტის მუზეუმი იყო საკავშირო მასშტაბით. შემდეგში იგივე ტიპის მუზეუმები შეიქმნა ტალინსა და კიევში. მისი დამაარსებელია ზურაბ ჯავახაძე - ქუთაისის საპატიო მოქალაქე, კავკასიის ხალხთა მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენისა და საქართველოს ოლიმპიური მედლის კავალერი, რომელიც 2003 წელს ოქსფორდის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ მეოცე საუკუნის 2000 გამოჩენილი ადამიანის სიაში იქნა შეყვანილი და მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმის შექმნისთვის ოქროს მედლით არის დაჯილდოებული. მუზეუმში დაცულია 1600-ზე მეტი უნიკალური ექსპონატი: ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასხვა ჯილდოები – ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტოები და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები, ჟურნალები. თავდაპირველად ექსპონატების უმრავლესობა ზურაბ ჯავახაძის პირადი საკუთრება იყო. მას მოვლილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, საიდანაც ჩამოჰქონდა სპორტთან დაკავშირებული ნივთები. მისი კოლექცია თანდათან იზრდებოდა და გადაწყვიტა, რომ ეს უნიკალური ნივთები ხალხის საკუთრება გამხდარიყო. საქალაქო კომიტეტის ხელშეწყობით მოხერხდა მუზეუმისთვის შენობის გამოძებნა, მისი რეკონსტრუირების შემდეგ, 1983 წელს კი დღეს არსებულ შენობაში მოხდა კოლექციის გადატანა. შენობის საერთო ფართობიდან (275,2 კვ.მ) 233,4 კვ.მ. უჭირავს მუდმივ ექსპოზიციას. მუზეუმს აქვს უნიკალური ფოტოარქივი. მათ შორის არის XIX საუკუნის ფოტოებიც, რომლებიც ასახავს ქართული სპორტის ისტორიას. აქ ასევე შეიძლება 1919-20 წწ. გამოცემულ ჟურნალ „შევარდენის“ და სხვა მრავალი იშვიათი გამოცემის ნახვა. სპეციალური სტენდი აქვს დათმობილი მაია ჩიბურდანიძეს, სადაც მის პრიზებთან ერთად დაფნის გვირგვინებიც არის მოთავსებული. მუზეუმში ინახება ოთარ ქორქიას და შალიკო ჩიხლაძის მოპოვებული ჯილდოები; პირველი ქართველი ველომბრბოლელის ომარ ფხაკაძის ველოსიპედი; მიხეილ ხერგიანის ნაქონი თოკის ნახევარი (მეორე ნახევარი მესტიაში, მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმში ინახება), ქეთევან ლოსაბერიძის მედლები; ლაშა შავდათუაშვილის მაისური, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშზე ეცვა ოლიმპიურ ჩემპიონს; XX საუკუნის 60-იანი წლების საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელის, ჯორჯ ბესტის მაისური, რომელიც საქართველოში რევაზ ძოძუაშვილმა ჩამოიტანა. 1970-2007 წლებში მუზეუმს დამაარსებელი თავად ხელმძღვანელობდა. საკუთარი ძალებით და თავდაუზოგავი შრომით შექმნა ის სივრცე, სადაც ახლა სპორტის ისტორიის ამსახველი უამრავი ექსპონატია განთავსებული. მისთვის ეს საქმე არა მარტო პროფესია, არამედ ცხოვრების წესი იყო, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე მისდევდა. 2021 წლის ივნისში მუზეუმის დამაარსებლის დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისივე დაარსებულ სპორტის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზურაბ ჯავახაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და მის მიერ სიცოცხლის მანძილზე გამოცემული 75-მდე მონოგრაფიული ნაშრომი, სადაც დეტალურად არის ასახული ქართული სპორტის ისტორია. ქუთაისის სპორტის მუზეუმი ზურაბ ჯავახაძის სახელს ატარებს და მის მიერ დაწყებული საქმე აქ კვლავ გრძელდება. ის საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა სპორტში. შენობაში განთავსებულია სამი საექსპოზიციო დარბაზი და ორი არქივი. მის ფონდებში დაცულია 8000-ზე მეტი ფოტო, 1000-ზე მეტი დიპლომი და სიგელი, 800-მდე სპორტული პროგრამა და 1000-ზე მეტი წიგნი. ხშირად იმართება ღონისძიებები. 2007 წლიდან დღემდე მუზეუმის ხელმძღვანელია თინათინ ანთაძე.en_US
dc.description.abstractზურაბ ჯავახაძე (1936-**.12.2020) - საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, პუბლიცისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებული ღირსების ორდენით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედლით, სხვადასხვა ჟურნალისტური პრემიით. ქუთაისის სპორტის მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორი. საექსკურსიო ბიუროს ყოფილი დირექტორი,en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectჯავახაძე, ზურაბი (1936-2020)en_US
dc.subjectიოსელიანი, ნინოen_US
dc.subjectიოსელიანი, სოფოen_US
dc.subjectქუთაისის სპორტის მუზეუმიen_US
dc.subjectირმა-
dc.subjectირმა-
dc.subjectნათია-
dc.subjectთეა-
dc.titleმოსწავლეები ქუთაისის სპორტის მუზეუმშიen_US
dc.title.alternativeმოგონებები გარდასულ დღეთაen_US
dc.title.alternativeსკოლის წლების მოსაგონარიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderმაყვალა ყუბანეიშვილიen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
Kubanei-li 0008.jpgრექტო137.37 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება