Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426398
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.date.accessioned2023-01-30T18:51:51Z-
dc.date.available2023-01-30T18:51:51Z-
dc.date.issued2011-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426398-
dc.descriptionნაკრებში არის 15 ღია ბარათი.en_US
dc.description.abstractქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია - გუმბათოვანი ტაძარი ქუთაისში. მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე. ქუთაის-გაენათის ეპარქიის ცნობით ეკლესიის ტერიტორიაზე XV-XVI საუკუნეებში იდგა წმინდა სოფიოს სახელობის ეკლესია, რომელიც წარმოადგენდა სამეფო ოჯახის კარის ეკლესიას და მდებარეობდა ქალაქის ქვედა ციხის გალავანში. XIX საუკუნეში აღნიშნული ტაძარი დაინგრა და დაიწყო ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ტაძარი რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გამოცემული პროექტით არის აგებული 1823 წელს და ის პეტერბურგში მდებარე ბაროკოს, გოთური სტილის მართლმადიდებლური ტაძრის ანალოგია მხოლოდ შემცირებული მასშტაბით. 1856 წელს გადააკეთეს კათოლიკურ ტაძრად, რომელიც მოქმედებდა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. 1989 წელს ტაძარი კვლავ მართლმადიდებლური წესით აკურთხეს. კათოლიკური ეკლესიის ინფორმაცია შემდეგი სახისაა: ქუთაისში დასავლეთ ევროპელი კათოლიკები მე-17 საუკუნიდან დამკვიდრდნენ. მეფე სოლომონ II-მ ახალციხიდან ქართველი კათოლიკე ვაჭრები გადმოასახლა. 1640-იან წლებში იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ თეატინელ მისიონერებს წმ.სოფიოს ეკლესია გადასცა, რომელიც სავარაუდოდ 1692 წელს თურქების მიერ ქალაქის გადაწვისას განადგურდა. 1770 წლამდე კათოლიკეებს ეკლესია მწვანე ყვავილაზე ჰქონდათ, შემდეგ შუა ქალაქში, მდინარე რიონის პირას შეიძინეს მიწა, სადაც რამდენიმე კათოლიკე ოჯახი სახლობდა და იქ ხის ახალი ეკლესია ააშენეს. 1819 წელს, ამ ადგილას ქვის ეკლესიის შენება დაიწყეს. ერთ ხანს შეწყვეტილი მშენებლობა 1846 წელს წინამძღვრის დონ ანტონ გლახაშვილის ინიციატივით განახლდა. 1856 წელს მშენებლობა ქუთაისის საგუბერნიო არქიტექტორის ვასილიევის ახალი პროექტით გაგრძელდა. ტაძარი 1862 წელს ეკურთხა წმინდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის სახელზე. 1939 წლის შემდეგ ნაგებობა საწყობად, მოგვიანებით კი საკონცერტო დარბაზად გამოიყენებოდა. 1989 წლიდან იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაა და ღვთისმშობლის ხარების სახელზეა ნაკურთხი.en_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectძველი ქუთაისიen_US
dc.subjectOLD KUTAISIen_US
dc.subjectხარების ეკლესიაen_US
dc.subjectChurch of the Annunciationen_US
dc.subjectქუთაისი-
dc.titleძველი ქუთაისი. ხარების ეკლესიაen_US
dc.title.alternativeღია ბარათიen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
KUTAISI 00007 b.jpgვერსო11.27 kBJPEGThumbnail
View/Open
KUTAISI 00007 a.jpgრექტო159.89 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.