Please use this identifier to cite or link to this item:
https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426401
Title: | ძველი ქუთაისი. წითელი და თეთრი ხიდი |
Other Titles: | ღია ბარათი |
Keywords: | ღია ბარათი ძველი ქუთაისი OLD KUTAISI წითელი ხიდი Red Bridge თეთრი ხიდი White Bridge |
Issue Date: | 2011 |
Abstract: | წითელი ხიდი - პირველი რკინის ხიდი,რომელიც წითელი ხიდის სახელით არის ცნობილი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გეშვა.ამბობენ,რომ წითელი ხიდისათვის საჭირო მასალა იმ ფაბრიკიდან ჩამოითანეს სადაც თავის დროზე ეიფელის კოშკი აიგო.ეს დადასტურებული არ არი მაგრამ ცხადია რომ მასალა საფრანგეთში შეუკვეთეს. თეთრი ხიდი - მდებარეობს ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქის ძველ უბანში, მდინარე რიონზე. იგი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხიდია, მისი მშენებლობა 1850 წელს დაიწყო, ხოლო დამთავრდა 1852 წელს, პროექტის ავტორი იყო სამხედრო ინჟინერი ვიტე. 1860 წელს იგი ჩაინგრა და 1870 წლისათვის მოხერხდა ხიდის აღდგენითი პროექტის შედგენა. ხიდის ლითონის ნაწილები, ისევე როგორც მოაჯირი, თეთრად შეღებეს და ახლად აღდგენილ ხიდს „თეთრი ხიდი“ უწოდეს. დღესდღეობით იგი საფეხმავლო ხიდს წარმოადგენს. მდინარის თეთრი ქვები ხიდის სითეთრეს კარგად შეხამებია. ეს ადგილი ოდითგან ქუთაისელ შეყვარებულთა პაემნის, შეხვედრის ადგილი გახლავთ. ყმაწვილთ ეწადათ შეყვარებულთათვის ვაჟკაცობის დამტკიცება, რასაც ხიდის საკმაო სიმაღლიდან მდინარეში ხტომით გამოხატავდნენ, ჭაბუკის სიმკვირცხლე მოაჯირიდან ხტომით იზომებოდა. ლეგენდის მსგავსი ამბავიც არსებობს: რეჟისორ კოტე მარჯანიშვილს თეთრ ხიდზე სეირნობისას უხილავს გასროლილი ისარივით მომართული ყმაწვილი როგორ დაეშვა ხიდიდან მდინარეში. ეს იყო ბედნიერი შეხვედრა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილისა და მომავალი დიდი მსახიობის გიორგი შავგულიძისა. |
Description: | ნაკრებში არის 15 ღია ბარათი. |
Owner: | ლოლიტა ჭოლაძე |
Appears in Collections: | ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
KUTAISI 00010 b.jpg | ვერსო | 11.32 kB | JPEG | View/Open |
KUTAISI 00010 a.jpg | რექტო | 147.44 kB | JPEG | View/Open |
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.