ამ ეგზემპლარზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს იდენტიფიკატორი: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426748
მეტამონაცემთა სრული ჩანაწერი
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.coverage.spatialქუთაისი – ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიონზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1811 წელს, თუმცა უფრო ადრინდელ პერიოდში (730 წ., 980-1072 წწ.) იგი მოიხსენიება საქართველოს მნიშვნელოვან ქალაქთა რიცხვში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. აქ მდებარეობდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის მრავალი საწარმო, კულტურის ობიექტები, თეატრები, გალერეები. ქუთაისი განათლების ერთ-ერთი ცენტრია საქართველოში.en_US
dc.date.accessioned2023-01-31T19:20:42Z-
dc.date.available2023-01-31T19:20:42Z-
dc.date.issued2011-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/426748-
dc.descriptionნაკრებში არის 15 ღია ბარათი.en_US
dc.description.abstractქუთაისში ქალაქის დღესა და „გვირილობის“ დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში 50-მდე ღონისძიება იმართება. ზეიმი ბაგრატის ტაძარში ტრადიცულად ზარების რეკვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და პარკში კი სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები იმართება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში "გვირილობის“ დღესასწაულით ჩაეყარა. – ყოველი წლის 2 მაისს ქუთაისში სახალხო დღესასწაული იმართება. „გვირილობის“ დამაარსებელი საშა ჩიქოვანია. მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. გიმნაზისტ გოგონებს წინ, ვექილ ჩიქოვანის მეუღლე, სილამაზის დედოფლად აღიარებული საშა ჩიქოვანი მიუძღოდა. საშა ( ალექსანდრა) ჭილაია 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია, მისთვის კარგი განათლება მიუცია, ინტელიგენტ ქალად უქცევია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. „თავად ულამაზესი ქალბატონი იყო. მის ბიოგრაფიაში არის ასეთი დეტალი. ის ხშირად მართავდა მეჯლისებს, ერთხელაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი ძვირფასი ქსოვილით კაბა შეუკერავს. სხვა ქალს, რომელიც სტუმრად უნდა მისულიყო, საშას ჯიბრზე იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშა ჩიქოვანს მისი დამცირების მიზნით ეს ქსოვილი შპალერად გაუკრავს“, – ამბობს ჟურნალისტი მანანა ლარცულიანი, რომელიც ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის, რომელთაც „გვირილობის" ტრადიციის აღდგენაში წვლილი მიუძღვის. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. 1909 წლიდან 1919 წლამდე ქუთაისში ,,გვირილობა'' ყოველწლიურად იმართებოდა, რასაც აქტიურად ეხმაურებოდა იმდროინდელი პრესა. 1913 წელს გაზეთი „კოლხიდა“ წერდა: „გვირილობას“ ქუთაისში კარგი დარი დაუდგა. მანდილოსნები მარჯვედ ვაჭრობდნენ და ასაღებდნენ თეთრ ყვავილს. საღამოს მეცხრე საათამდე, ყულაბები თითქმის ყველა საგრძნობლად დაიტვირთა შეწირულობით. გუშინ საღამოს უნდა გაეხსნათ ყულაბები და შეემოწმებინათ საერთო შემოსავალი. ასე, რომ ხვალ გვეცოდინება რამდენი გაიღო ქუთაისმა ჭლექის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“. ქუთაისის პარალელურად „გვირილობა“ თბილისშიც მოეწყო, გაეჯიბრნენ ერთმანეთს, რომელი მეტ თანხას შეაგროვებდა ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. კომუნისტურ ეპოქაში „გვირილობის“ დღესასწაული, ისევე როგორც ყველა რევოლუციის წინანდელი წამოწყება, დავიწყებას მიეცა, მაგრამ ტრადიცია დაბრუნდაen_US
dc.language.isokaen_US
dc.subjectჯგუფური ფოტოen_US
dc.subjectძველი ქუთაისიen_US
dc.subjectOLD KUTAISIen_US
dc.subjectსაშა ჩიქოვანი - "გვირილპბის" დამაარსებელიen_US
dc.subjectSasha Chikovani - The one who had established the "Daisy Day"en_US
dc.titleძველი ქუთაისი. საშა ჩიქოვანი - "გვირილპბის" დამაარსებელიen_US
dc.title.alternativeქუთაისი ღია ბარათებზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
შესულია კოლექციებში:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

ფაილები ამ ეგზემპლარში:
ფაილი აღწერილობა ზომაფორმატი 
KUTAISI 00019 b.jpgვერსო17.12 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა
KUTAISI 00019 a.jpgრექტო142.29 kBJPEGგამოსახულება
ნახვა / გახსნა


საავტორო უფლება