Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/427201
Full metadata record
DC FieldValueLanguage
dc.contributor.authorКРАМСКОЙ, И. Н.-
dc.coverage.spatialცნობილია, რომ თანამედროვე მისალოცი ბარათების ანალოგიურ ბარათებს, ჩინელები, ჯერ კიდევ, ათასი წლის წინ იყენებდნენ. თავდაპირველად, ბარათებზე, რომელიც საჩუქარს ერთვოდა, მხოლოდ სტუმრის სახელი ეწერა. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელი შინ არ იყო, მასზე მისალოც ტექსტს წერდნენ და საჩუქარს ისე ტოვებდნენ. საინტერესო ის არის, რომ ამ ბარათებზე დაწერილი ტექსტი არ განსხვავდებოდა ტექსტისგან, რომელსაც ჩვენ ანალოგიურ სიტუაციებში ვწერთ და ყველაზე ხშირად, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ ერთმანეთს. XVIII საუკუნის შუა წლებში, პარიზში გამოჩნდა სავიზიტო ბარათები, რომლებიც, შობის წინა დღეს, ფოსტის კურიერებს მიჰქონდათ ადრესატებამდე. ასეთი სახით, სავიზიტო ბარათის პატრონები. პატივისცემას გამოხატავდნენ და დამდეგ დღესასწაულს ულოცავდნენ ნაცნობ-მეგობრებს. ხოლო, ღია ბარათების სამშობლოდ, ინგლისი ითვლება. სწორედ იქ გამოჩნდა 1843 წ. პირველი კომერციული საშობაო ბარათები.en_US
dc.date.accessioned2023-02-01T18:36:09Z-
dc.date.available2023-02-01T18:36:09Z-
dc.date.issued1976-
dc.identifier.urihttps://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/427201-
dc.descriptionრაც შეეხებათ რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად წასულ თურქესტანიშვილებს ისინი აღარ ქართველობენ. მათ გვარიც კი შეცვლილი აქვთ და ახლა თურქესტანოვები არიან.en_US
dc.description.abstractალბათ ყველას გაქვთ ნანახი მხატვარ ივან კრამსკოის ,,უცნობი ქალი”. ზოგიერთ თქვენგანს მისი რეპროდუქცია შეიძლება ახლაც კი ჰქონდეს სახლში. ვინ იყო რუსი პერედვიჟნიკი მხატვრის ივან კრამსკოის მუზა? ამაზე რამოდენიმე ვერსია არსებობს - მე კი მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებით ქართველებისთვის მნიშვნელოვან ვერსიაზე. ამ ვერსიის თანახმად, სურათზე გამოსახული ქალი - ქართველი თავადის ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი - ბარბალეა, რომლის მამაც ვახტანგ მეექვსეს რუსეთში გაჰყვა. მეფის გარდაცვალების შემდეგ კი იმპერატორის კარზე დარჩა. თავადის ქალი კი ფრეილინა გახდა. რუსეთში ქართველ ბარბალეს მოფერებით ვარია შეარქვეს. მალევე ვარია იმპერატორ ნიკოლზ პირველს თავდავიწყებით შეუყვარდა და ამ სიყვარულის ნიშნად მას ძვირადღირებული კამეაც აჩუქა. კამეაზე თვითონ ვარია იყო გამოსახული და ეწერა: „ის, ვინც მე ავირჩიე და ის ვინც მე ამირჩია“. მეფის სიყვარული ორმხრივი აღმოჩნდა თუმცა… ბარბარე თურქესტანიშვილის ისტორია ტრაგიკულად წარიმართა. მან იმპერატორს გოგონა გაუჩინდა, შემდეგ კი საყვარლის სტატუსით შეურაცყოფილმა თავი მოიკლა. მათი შვილი იმპერატორმა აღიარა და იგი საიმპერატორო გენიალოგიაშიც კი შეყვანილია. რაც შეეხება ნახატს ,,უცნობი ქალი”. ივან კრამსკოის ნახატი ამ ისტორიიდან გაცილებით გვიან შეიქმნა. მაშინ ბარბალე თურქესტანიშვილი წლების გარდაცვლილი იყო. ერთერთი ვერსიით მხატვარმა ,,უცნობი ქალის” პორტრეტი სწორედ კამეადან დახატა და, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი დეტალებიც მიამატა. ივან კრამკოიმ სიცოცხლეში არ გაამხილა ვინ იყო ნახატზე გამოსახული. მან ეს საიდუმლო საფლავში ჩაიტანა. საქართველოში თურქესტანიშვილები საკმაოდ იშვიათი გვარია. ბარბალე თურქესტანიშვილის შტოს ბოლო წარმომადგენელი ქალბატონი ნინო თურქესტანიშვილი თბილისში ცხოვრობს. ის ადასტურებს, რომ რუსმა მხატვარმა ტილოზე სწორედ მისი წინაპარი გამოსახა. ამ ვერსიაზე მხოლოდ ქართველები არ საუბრობენ. რუსმა მწერელმა იგორ ობოლენსკიმ გამოსცა წიგნი, რომლის ყდაც სწორედ ,,უცნობი ქალის” პორტრეტითაა გაფორმებული. რუსი მწერალი მრავალ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრეტაკოვის გალერეაში დაცულ ნახატს არა ,,უცნობი ქალი” არამედ ბარბალე თურქესტანიშვილის პორტრეტი” უნდა ერქვას.en_US
dc.language.isokaen_US
dc.publisherИздательство «Изобразительное искусство», Москваen_US
dc.subjectღია საფოსტო ბარათიen_US
dc.subjectღია ბარათიen_US
dc.subjectუცნობი ქალიen_US
dc.subjectუცნობიen_US
dc.subjectНеизвестнаяen_US
dc.subjectბარათი-
dc.titleუცნობი - Неизвестнаяen_US
dc.title.alternativeნახატები ღია ბარათზეen_US
dc.typeImageen_US
dc.rights.holderლოლიტა ჭოლაძეen_US
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
BARATI 0250 b.jpgვერსო48.53 kBJPEGThumbnail
View/Open
BARATI 0250 a.jpgრექტო117.09 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.