Please use this identifier to cite or link to this item: https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/429060
Title: პაატა მილორავა და გურამ გაბიძაშვილი ლეჩხუმში
Other Titles: დალი ბასილაძე-მილორავას საოჯახო ალბომიდან
Keywords: ჯგუფური ფოტო
მილორავა, პაატა ლევანის ძე (27.06.1959-24.05.2014)
გაბიძაშვილი, გურამი(1960-2010)
რეჟისორი
სცენარისტი
მწერალი
მკვლევარი
ექსპედიცია
ლეჩხუმი
Abstract: პაატა მოლორავა დაიბადა 1959 წლის 27 ივნისს, თბილისში, მწერალ ლევან მილორავას ოჯახში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და 1990 წელს კიევის ივ. კარპენკო-კარის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის სპეციალობით.საკუთარი სცენარებით გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,იქ, ჩვენთან“, ,,წინა დღეს“; სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: ,,ვირთხა“, ,,ჯერ შეიცადეთ!..“ ფილმ ,,ვირთხა“-ს პრიზები: 1992 წელს - კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე ,,ოქროს არწივი“, პრიზი საუკეთესო რეჟისორული დებიუტისთვის; 1993 წელს - ქალაქ ლუნდის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი - საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორს; 1994 წელს - ქალაქ ბრისტოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე - საუკეთესო ფილმისთვის. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც დადგა წარმატებული სპექტაკლები: ,,კეთილშობილი მორიელი ბა“, ,,სიკვდილისთვის განწირული ათეული“, ,,გოდოს მოლოდინში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტსა და საჯარო სკოლაში. იყო ტელეკომპანია ,,რიონის“ საავტორო გადაცემა ,,ტაიმი“-ს ავტორი, რეჟისორი და თანაწამყვანი. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შემოქმედებითი გაერთიანება ,,მამული“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი. კინოსტუდია ,,ქართული ფილმი“-ს სასცენარო- სარეჟისორო საბჭოს წევრი. იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი. მონაწილეობდა სამაჩაბლოს კონფლიქტსა და აფხაზეთის ომში. პაატა მილორავა 2014 წლის 24 მაისს, 54 წლის ასაკში ქუთაისში გარდაიცვალა. გურამ გაბიძაშვილი ექსპედიციაში ყოფნისას, 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
Description: პაატა მილორავა და გურამ გაბიძაშვილი ლეჩხუმში, ექსპედიციაში. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია.
Owner: დალი ბასილაძე-მილორავა
Appears in Collections:ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა

Files in This Item:
File Description SizeFormat 
P. Milorava 0013.jpgრექტო103.55 kBJPEGThumbnail
View/Open


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.